ნინო ჩხეიძის ახალი ალბომი, კლიპი და საახალწლო სიურპრიზი თაყვანისმცემლებს

509
SHARE

მომღერალი ნინო ჩხეიძე საახალწლოდ თაყვანისმცემლებს სიურპრიზს უმზადებს. მის ახალ კლიპში ნებისმიერ მის თაყვანისმცემელს შეეძლება მონაწილეობის მიღება. კლიპის გადაღება 12 დეკემბერს არის დაგეგმილი და 15 დეკემბერს უკვე მზად იქნება. “კვირა+” მომღერალს მისი გეგმების შესახებ ესაუბრა.
“საახალწლო კლიპში, რომელის გადაღებაც 12 დეკემბერს არის დაგეგმილი, მინდოდა ბევრი ჩემი თაყვანისმცემელი ჩამერთო. ამიტომ ვისაც მონაწილეობის სურვილი აქვს, შეუძლია გამომიგზავნოს ფოტო და საახალწლო კლიპის გადაღებაში მიიღოს მონაწილეობა. კლიპი მზად 15 დეკემბერს იქნება, ეს არის ჩემი თაყვანისმცემლებისთვის ერთგვარი საახალწლო სიურპრიზი”, – განაცხადა ნინო ჩხეიძემ.
ასევე, 7 დეკემბერს ნინო ჩხეიძის ახალი ალბომი “ყველაფერი ხდება” გამოდის, რომელშიც 10 სიმღერა იქნება შესული.
“წელს ძალიან ნაყოფიერი წელი მქონდა. გამოვუშვი სამი ახალი ალბომი. შემდეგი ალბომი 7 დეკემბერს იქნება მზად. ალბომში შესულია საახალწლო სიმღერები, მათ შორის ძველიც, რომელიც ჩემი შესრულებით მოსწონს ხალხს. ალბომს “ყველაფერი ხდება” ერქმევა, რაც ჩემი ახალი სიმღერის სახელწოდებაა. ალბომში 10 სიმღერა იქნება შესული”, – განაცხადა ნინო ჩხეიძემ.
მომღერალმა მის საახალწლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალ წელს საქართველოში, მისი დატვირთული რეჟიმის გამო, ვერ შეხვდება.
“ახალ წელს ისრაელში ვხვდები, სადაც კონცერტი მაქვს დაგეგმილი. ისრაელის კონცერტამდე ოდესაში ჩავდივარ, სადაც ასევე კონცერტს გავმართავ “, – განაცხადა ნინო ჩხეიძემ.

FB კომენტარები

კომენტარი