ნინო კუზანოვა ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეა – ”მზად ვარ, ჩავიქოლო”…

407
SHARE

ნინო კუზანოვა, როგორც ფეისბუქზე გამოქვეყნებული მისი პოსტიდან ირკვევა, ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეა.
”მოკლედ. მზად ვარ, ჩავიქოლო და ჩემი უსაყვარლესი „ფრენდლისტი“ განახევრდეს, მაგრამ უნდა დავაფიქსირო ჩემი აზრი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ!

ეს ადამიანები არიან ჩვენი მოქალაქეები, ისინი არცერთ შემთხვევაში არ უნდა დარჩნენ კანონგარეშე! ეს ქორწინებასაც უნდა ეხებოდეს! აკრძალვა ყოველთვის დამალვას და აგრესიას იწვევს! მათ არ უნდა იგრძნონ თავი კანონს მიღმა!

P. S. არანაირი გრანტი არ მიმიღია, მართლა ასე ვფიქრობ!”

მოგვიანებით ამ თემასთან დაკავშირებით ნინომ მეორე პოსტიც დაწერა:
”ჩემი პოსტის შემდეგ მხოლოდ ერთი ადამიანით შემცირდა ჩემი „ფრენდლისტი“! მიხარია, აშკარად მოიმატა ჩვენში განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობამ! უზომოდ მიხარია! მიყვარხართ”.

წყარო: http://www.reitingi.ge

FB კომენტარები

კომენტარი