ნინო ანანიაშვილი კრემლში საპატიო სტუმრად იმყოფებოდა (ფოტო)

180
SHARE

ქართველი პრიმა ბალერინა 18 ივნისს კრემლის საკონცერტო დარბაზში საბალეტო წარმოდგენას საპატიო სტუმრად დაესწრო. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ილზე ლიეპას საბალეტო სტუდია“ ავრცელებს.
„2019 წლის 18 ივნისს კრემლის საკონცერტო დარბაზის სცენაზე შედგა ვაგანოვის სახელობის რუსული ბალეტის აკადემიის გამოსაშვები საღამო, რომლის რექტორიც ნოკოლოზ ცისკარიძე გახლავთ. ამ დღის მოსალოცად ჩამოვიდნენ ისეთი შესანიშნავი არტისტები, როგორებიც არიან: ნინო ანანიაშვილი, ელენა ანდრიენკო და ილზე ლიეპა.
ვაგანოვსკის სახელობის რუსული ბალეტის აკადემია რუსეთის უძველესი საბალეტო სკოლა გახლავთ“, – ვკითხულობთ პოსტში.
შეგახსენებთ, 20 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები და ოპოზიცია ანტისაოკუპაციო აქციებს მართავენ. პროტესტი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლამ და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეის გაძღოლამ გამოიწვია.

FB კომენტარები

კომენტარი