ნინი წიკლაურმა საქართველო დატოვა – „ის ვიცი,რომ მალე არ დავბრუნდები“

61
SHARE

მომღერალი ნინი წიკლაური ცოტა ხნის წინ ამერიკაში გაემგზავრა. უკვე რამდენიმე დღეა ნიუ-იორკში ცხოვრობს. ნინის გეგმებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

– ჩემს ამერიკაში ჩამოსვლას რამდენიმე მიზანი აქვს, თუმცა ცხადია, ყველას ვერ გავამხელ. ერთ-ერთი მიზანი არის სხვა ქვეყანაში ცხოვრება და გამოცდილება.რაც ყველაზე საინტერესო იყო ჩემთვის.

– უკვე რამდენი ხანია, ნიუ-იორკში ხარ? რთულია შენთვის ახალ ქვეყანასთან შეგუება?
– ჯერ ახალი ჩამოსული ვარ, 2 კვირაა, მაგრამ პირველად არ ვარ. მეოთხე ვიზიტია ჩემი ამ ქვეყანაში, თუმცა აქამდე არ მიფიქრია, აქ ცხოვრებაზე.

– დიდი ხნით გეგმავ დარჩენას?
– რთულია, თავისთავად. თუნდაც ის, რომ ნაცნობი ქუჩები, ნაცნობი ადამიანები არ გხვდებიან. ეს დისკომფორტია, მაგრამ მეუბნებიან, შეეჩვევი და არ გაგიჭირდებაო. ვნახოთ, ახლა შეჩვევის პროცესში ვარ. ზოგადად არ ვარ პრეტენზიული და ალბათ აქაურობასაც უპრეტენზიოდ შევეგუები.

დარჩენას ვგეგმავ, არ ვიცი, ზუსტად რამდენ ხანს დავრჩები, ერთი ის ვიცი,რომ მალე არ დავბრუნდები.

– როგორც ვიცი, შეყვარებული ხარ. ამერიკაში მასთან ერთად იცხორებ?
– ჯერ არა, მთლიანად ამერიკულადაც არ ვცხოვრობ ამ ეტაპისტვის. თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. ყოველთვის ვცდილობ, არ დავაკონკრეტო რაიმე, რადგან

შეიძლება, ათასნაირად შევცვალო და არ მინდა, წინასწარ ნათქვამი უზუსტობა გამომივიდეს.

– ნიუ-იორკშია შენი შეყვარებულიც?
– მოდი, ამ საკითხზე საუბარი არ გვინდა.

– კარიერასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვს?
– კარიერული გეგმები ცხადია მაქვს, სიმღერის გარეშე მე ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი და ის ფაქტი, რომ თბილისს მოვწყდი, ძალიან მთრგუნავს, რადგან წლებით ნაშენები პატარა კარიერა ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ამიტომ მუშაობას არ ვწყვეტ და ვწერ სიმღერებს, რომლებსაც ცოტა პერიოდის მერე მზის სინათლესაც ვაჩვენებ. თან აქ ვმღერი და ესეც მეხმარება იმაში,რომ არ მოვდუნდე. ამერიკა მაძლევს სტიმულს, რაიმე ვაკეთო. ვაკეთო ის, რაც მიყვარს და რაც ჩემია. რომ ჩამოვალ და ჩემი ახალი სიმღერებით ჩემს პატარა ახალ სიტყვას ვიტყვი, რომელსაც სულმოუთქმენლად ველოდები.

– საქართველოში ყველაზე მეტად რა გენატრება?
– საქართველოში ყველაზე მეტად ჩემი ოჯახი მენატრება, მონატრების გრძნობა მაქვს მაშინაც, როცა მათთან ერთად ვარ სახლში… ესენი ის ადამიანები არიან, ვინც მაცოცხლებენ და ვისთვისაც ვსუნთქავ. ყველაზე მეტად მათ გარეშე ყოფნა მიჭირს. ხან დედას ხმა მელანდება, ხან ბებოსი… საოცარია ეს გრძნობა, როცა არ არიან შენს გვერდით და მათი ხმები ჩაგესმის… რას ვიზავთ, დროებით ასეა და იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე ჩავეხუტები ჩემებს და არ გავუშვებ ხელს.

 

წყარო: www.reitingi.ge

Comments

comments