ნინი ბადურაშვილის მამა, რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა

5239
SHARE

ქართველი რეჟისორი, ერეკლე ბადურაშვილი, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ „კვირას“ რეჟისორმა ქეთი დოლიძემ განუცხადა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი თირკმლის უკმარისობა გახდა.
ერეკლე ბადურაშვილის ქართველი მომღერლის, ნინი ბადურაშვილის მამაა.
ერეკლე ბადურაშვილმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1983 წელს დაამთავრა.
დამდგმელი რეჟისორია ფილმების: “ავტოპორტრეტი”(1987), “ცოდვის დღესასწაული”(1990), “თბილისი ჩემი სახლია”(1994), “კიდევ ერთი ქართული ისტორია”(2003); სცენარის ავტორია ფილმების: “ავტოპორტრეტი”(1987), “ცოდვის დღესასწაული”(1990); გადაღებულია ფილმში: “მატარებელი”(2001).

FB კომენტარები

კომენტარი