ნინა წკრიალაშვილი მამის ბრალდებებს პასუხობს – „კარგი მოქეიფე მეგობრები აღიზიანებენ“

106
SHARE

გაზეთ „ასავალ დასავალში“ დაიბეჭდა სტატია მომღერალ, ნინა წკრიალაშვილის მამასთან, ზურაბ წკრიალაშვილთან, სადაც ბატონი ზურაბი წერს,
– „6 თვეა ჩემს ქალიშვილთან საერთოდ არ მაქვს კონტაქტი, იმიტომ რომ ჩემი შვილისა და ჩემი პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, ჩვენ შორის საუბარი როცა იყო, მეუბნებოდა, – რა ვქნა, ვიცი, რომ გული გტკივა, მაგრამ მაგათ სამსახურში ვარ და სამსახურის გარეშე ვერ დავრჩებიო“. ჩვენ მომღერალს დავუკავშირთით და მამა-შვილის ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი ვკითხეთ.
ნინა წკრიალაშვილი:
– მამაჩემი ყველაზე ძალიან მიყვარს ცხოვრებაში, ჩემ შვილზე ძალიანაც კი და ძალიან მწყდება გული, რომ არასდროს მისმენს. თვლის, რომ რადგან ჩემზე უფროსია, ყოველთვის მართალია. მე ყოველთვის ვუსმენ მას, პატივს ვცემ მის აზრს, ქმედებებს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ უფროსია, სულაც არ ვთვლი, რომ ის არის მართალი. როცა ვხედავ მამა-შვილს, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან და გვერდში უდგანან, კეთილი შურით მშურს. ეს რატომღაც მებრძვის. მე არ ვებრძვი და პატივს ვცემ მის ნებისმიერ წამოწყებას და გული მტკივა თუ რამე ისე არ გამოუვა, როგორც უნდოდა. ყველანაირად ვეცადე, ბოლომდე კონტაქტი მქონოდა მასთან. თურმე სამარცხვინო ვარ მისთვის, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი კაბები სცენაზე ლანდავს. ჩემთვის უფრო სამარცხვინოა ის, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანმა ქალაქის ცენტრში სტალინის ძეგლის დადგმა მოითხოვოს. ვთვლი, რომ იმ ქალაქში, სადაც დაიბადა სტალინი, მისი სახლმუზეუმი უნდა არსებობდეს და არა ძეგლი.
ნინა, ჩვენ გვახსოვს ტელეშოუები სადაც ერთად გამოდიოდით შენ და მამა. როდის გაწყდა კონტაქტი თქვენ შორის, როდის დაიწყო კონფლიქტი?
– პროფილში მნახა კაბაში, რომელიც ლანდავდა… მამაჩემს გარშემო ჰყავს ისეთი წრე, რომლებსაც წარუმატებელი შვილები ჰყავთ. ალბათ შურთ რომ მე მამაჩემს ბოლო 15 წელია არაფერზე არ ვაწუხებ. ალბათ სწორედ ეს კარგი მოქეიფე მეგობრები აღიზიანებენ მამაჩემს.
– „ჩვენ შორის საუბარი როცა იყო, მეუბნებოდა, – რა ვქნა, ვიცი, რომ გული გტკივა, მაგრამ მაგათ სამსახურში ვარ და სამსახურის გარეშე ვერ დავრჩებიო“, – წერს მამაშენი. ეს მართალია?
– არა, იტყუება, ასე არ მითქვამს. მე ვუთხარი, რომ მჯერა ამ ხალხის, ვის სამსახურშიც ვარ. სამსახურის დარდი რომ მქონოდა, კულტურის სამინისტროდან არავის გამოვუგდივარ, ჩემით წამოვედი. სამსახურის გარეშე ვიყავი ერთი წელი, აფსოლიტური ფინანსური კრიზისი მქონდა, კრედიტებით გადავიტანე ის პერიოდი. მე მომწონდა ყველაფერი რაც ხდებოდა ქვეყანაში, ძალადობის გარდა. დღეს რაც ხდება „რუსთავი 2“ -ის გარშემო სამარცხვინოა. მზად ვარ თუნდაც იმ იდეის გამო, რაც ბოლო ათი წელია მამოძრავებს და მაცოცხლებს, უხელფასოდაც ვიმუშაო ამ ტელევიზიაში. ასე რომ, ჩემთვის მთავარი არ არის სამსახური, მთავარი ღირებულებებია. ფულზე ორიენტირებული რომ ვყოფილიყავი, თავის დროზე თავისუფლებას არ გავუცვლიდი მამაჩემს ძალიან დიდ ფულში.
– მხოლოდ პოლიტიკურ შეხედულელებებზე გაქვთ უთანხმოება?
– მხოლოდ.
– მაგრამ ყველა ოჯახშია პოლიტიკურ თემებზე აზრთა სხვადასხვაობა, ურთიერთობას კი ახერხებენ ოჯახის წევრები.
– მეც სულ ამას ვეუბნები, რომ პოლიტიკა სხვაა, მამა-შვილობა – სხვა, მაგრამ არ მისმენს. მე და მამას განსაკუთრებულად გვიყვარს ერთმანეთი, უბრალოდ გული მტკივა, ძალიან მტკივა გული, მეტირება კიდეც.
– რას ეტყვი მას ჩვენი საიტიდან?
– ვეტყვი, რომ მიყვარს ძალიან… მეგობრები ძალიან კარგია, მაგრამ მეც კი მივხვდი იმას, რომ მთავრია ოჯახის წევრები და არა მეგობრები. თავად სამწუხაროდ ვერ ხვდება. გვერდით ჰყავს ისეთი მეგობრები (არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ), რომლებიც დღემდე მისტირიან 37 მაანეთად მოსკოვში გადაფრენას. მე ცხოვრებისგან ბევრად ჯანსაღი ამბიციები და მოთხოვნები მაქვს. არ მიტყდება მუშაობა დილის ათი საათიდან ღამის 4 საათამდე იმისთვის, რომ მივხედო შვილს, შვილს, რომელსაც როგორი რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებიც არ უნდა ჰქონდეს, არ ვანერვიულებ, არ ველაპარაკები ჟურნალისა და გაზეთის ფურცლებიდან. დაწეროს, რა ვქნა, უხარია ალბათ. ვუსურვებ წარმატებებს. ვგიჟდები მასზე. თუ ოდესმე რამეში დავჭირდები, პირველი ვიდგები მის გვერდით. ალბათ კრიზისული ასაკი აქვს და გაუვლის. თუ მოვა ჩემთან მე მივიღებ. ყველაფრის მიუხედავად მე მეამაყება, რომ ის არის მამაჩემი. არაუშავს, უარესები გადამიტანია, ქმრის სიკვდილი გადავიტანე, ამასაც გავუძლებ.

წყარო: http://primetimenews.ge/

FB კომენტარები

კომენტარი