ნინა სუბლატი: არსებობს მასა, რომელსაც არ უნდა, რომ განვვითარდეთ – ვიდეო

64
SHARE

არსებობს მასა, რომელსაც არ უნდა, რომ განვვითარდეთ, რადგან თანამედროვე ცივილიზაციაში თავად იქნება გამოუსადეგარი, – ამის შესახებ მომღერალი ნინა სუბლატი გადაცემაში “სელფი” საუბრობს. როგორც სუბლატმა აღნიშნა, საქართველო ჩვეულებრივი ქვეყანაა და არაფრით არის გამორჩეული სხვა ქვეყნებისგან, გარდა იმისა, რომ აქ განვითარების დონე დაბალია.
„საქართველო არაფრით არ არის გამორჩეული, ჩვეულებრივი ქვეყანაა, ისეთი, როგორიც ნებისმიერი სხვა, თუნდაც ათასჯერ ჩვენზე განვითარებული. არ ვიცი, რატომ, მაგრამ აქ ყველას, რასაც უნდა აკეთებდეს და სადაც არ უნდა იყოს, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს. თავადაც არ იციან, რატომ, ღვინის გამო თუ იმიტომ, რომ კონკრეტულ საქმიანობაში ვართ ისეთი წარმატებულები, რომ ვერავინ გვეწევა. არსებობს მასა, რომელსაც არ უნდა, რომ განვვითარდეთ, რადგან თანამედროვე ცივილიზაციაში თავად იქნება გამოუსადეგარი. ყველაზე მეტად მაღიზიანებს გამოგონილი რელიგია, რომელიც რატომღაც გახდა ქრისტიანობა ბევრისთვის. არ არის ქრისტიანობა ის რელიგია, რომ ვიღაც მოკლა, ან იჩხუბო, ან გახდე პროტესტანტი ცუდი კუთხით“, – აცხადებს ნინა სუბლატი.

წყარო: “Selfie” Marao 

FB კომენტარები

კომენტარი