ნიკოლ კიდმანი და ტომ კრუზი მათმა ქალიშვილმა ქორწილში არ დაჰპატიჟა

315
SHARE

ჰოლივუდის ვარსკვლავური ყოფილი წყვილის, ნიკოლ კიდმანის და ტომ კრუზის ქალიშვილი გათ12899856_983861368317669_1347970854_nხოვდა. აჟიოტაჟი გამოიწვია ფაქტმა, რომელიც სტუმრებმა ქორწილში მისვლისთანავე შენიშნეს, საქმე ისაა, რომ მშობლები შვილის ქორწილში მიწვეულნი არ ყოფილან. ყვითელმა პრესამ მაშინვე ოჯახურ განხეთქილებაზე დაიწყო წერა და ქორწილში ნიკოლისა და ტომის არყოფნის მიზეზების გარკვევას შეუდგა.
როგორც daily mail online-თან ინტერვიუში 23 წლის იზაბელამ განაცხადა, მას და მისი 29 წლის ქმარს მაქს პარკერს სურდათ, ქორწილს პრესის და ხმაურის გარეშე ჩაევლო. ქორწილში მხოლოდ ახლო მეგობრები იყვნენ მიწვეულნი. მშობლები კი, მისი თქმით, სახლში აღნიშნავდნენ შვილის გაბედნიერებას.
„რასაკვირველია, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვინც პირიქით ფიქრობს, სრული იდიოტია“, – განაცხადა ჟურნალისტთან საუბრისას ტომ კრუზის და ნიკოლ კიდმანის ქალიშვილმა.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ტომ კრუზმაც გააკეთა. მისი თქმით, ის ქალიშვილზე ნაწყენი სულაც არ არის და ბედნიერია, რომ იზაბელას ქორწილის ხარჯები მან დაფარა.

FB კომენტარები

კომენტარი