ნიკოლოზ რაჭველი და ლიზა ბათიაშვილი სტიქიით დაზარალებულებს კონცერტზე შესული თანხით დაეხმარებიან – ვიდეო

129
SHARE

ნიკოლოზ რაჭველი და მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ერთობლივ კონცერტს გამართავენ და შემოსულ თანხას სტიქიით დაზარალებულებს მოხმარდება.

ამის შესახებ ნიკოლოზ რაჭველი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. ერთობლივ კონცერტს რაჭველი და ბაგრატიონი 28 ივნისს გამართავენ.
“ლიზა ბათიაშვილთან საუბრისას ძალიან მაგარი იდეა მოგვივიდა, თუ რა წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ სტიქიით დაზარალებული ოჯახების წევრთა სანუგეშებლად! ვინც იქნება დარბაზში 28 ივნისს ჩვენს ერთობლივ კონცერტზე ამ სიურპრიზს იქვე გამოვამზეურებთ, მითუმეტეს თავად ამ ოჯახების წარმომადგენლები დარბაზში გვეყოლებიან!

თუმცა სიკეთის გაკეთება რომ შევძლოთ თქვენი თანადგომა უზომოდ გვესაჭიროება! თითოეული შეძენილი ბილეთის თანხა, რომელიც ჩვენი იდეის განხორციელებას მოხმარდება დარწმუნებული ვარ უზომოდ გაახარებს ამ ადამიანებს!!! გელოდებით. biletebi.ge-ზე და “ფილარმონიის” სალაროში უკვე იყიდება საქველმოქმედო კონცერტის ბილეთები”,-წერს რაჭველი.

FB კომენტარები

კომენტარი