ნიკა ქავთარაძე: ილიკოს ექსპერიმენტული ცეკვა არის თავისუფლების დემონსტრირება

1260
SHARE

ნიკა ქავთარაძე “სუხიშვილების” ახალ ცეკვას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“სუხიშვილებზე ვერ დავწერე აქამდე.
უამრავი პოზიცია იყო – ბევრი ცუდი, არასწორი თუ შეძლებისდაგვარად სწორი.
ადამიანს შეიძლება:
✔ მოსწონდეს ქართული ცეკვა (როგორიც ვიცით)
✔ არ მოსწონდეს ქართული ცეკვა (როგორიც ვიცით)
✔ მოსწონდეს ილიკოს ექსპერიმენტი
✔ არ მოსწონდეს ილიკოს ექსპერიმენტი
არც ერთი პოზიცია არ ტეხავს.
სამაგიეროდ ტეხავს:
✔ როცა ადამიანს ეშინია სიახლის.
✔ როცა ადამიანი ვერ ხვდება რით ცოცხლობს კულტურა.
✔ როცა ადამიანს საკუთარი აზრი არ აქვს არაფერზე- ოღონდ მართლა საკუთარი.
✔ როცა ადამიანს არ აქვს ინფორმაცია სამყაროს შესახებ.
ზოგჯერ რაღაც იმდენად საჭიროა, რომ აზრი არ აქვს, რამდენად კარგია.
ამ შემთხვევაში ილიკოს ექსპერიმენტული ცეკვა არის თავისუფლების დემონსტრირება და თუ რამე ამ ქვეყანას, თითოეულ ჩვენგანს, ქართულ კულტურას თუ ხელოვნებას გადაარჩენს და წინ წაგვწევს, ესაა #მეტითავისუფლება”. – წერს ქავთარაძე

FB კომენტარები

კომენტარი