ნიკა გვარამია: ვანესა მეი ბევრად უარესია, ვიდრე ტოტო კუტუნიო მუსიკას მაინც არ აუპატიურებს

212
SHARE

ჩვეულებრივი “ტაპიორია” ეგ ვანესა, – ასე ახასიათებს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ცნობილ მევიოლინეს, რომელმაც გუშინ, შეკვეთილში “black sea arena”-ზე კონცერტი გამართა.
გვარამია ვანესა მეის მუსიკის ჟანრს უწუნებს და იტალიელ მომღერალ ტოტო კუტუნიოს ადარებს.
„ბოდიში, მარა, ვანესა მეი იმ თავის გაუგებარი ჟანრით, ბევრად უარესია, ვიდრე ტოტო კუტუნიო თავისი იაფფასიანი იტალიური შანსონით. ვივალდის გენიალურ მუსიკას მაინც არ აუპატიურებს. ჩვეულებრივი “ტაპიორია” ეგ ვანესა (არ ვიცი ქართული შესატყვისი), ოღონდ ვიოლინოზე უკრავს და ცოტა სიმპატიურია“, – წერს გვარამია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ნიკა გვარამიას აღნიშნულ პოსტს მანანა ბერიძე გამოეხმაურა. „ვიყავი, დარბაზი მაინტერესებდა. ისეთი გაბრაზებული ვარ, ცოფებს ვყრი. ქვეყანას ლიზა ბათიაშვილი ყავდეს!!!! ორკესტრი!!!! და ტაშაღლარ ვანესას ტაშს უკრავდენ“, – წერს ბერიძე გვარამიას პოსტის საპასუხოდ.

FB კომენტარები

კომენტარი