ნეპალის “მენსტრუაციის სახლში” ორი ბავშვი დედასთან ერთად დაიღუპა

74
SHARE

ნეპალის ერთ-ერთ სოფელში დღემდე “მენსტრუაციის სახლის” პრაქტიკას იყენებენ, რაც ციკლის დროს ქალის სახლიდან სპეციალურ ქოხში გაშვებას გულისხმობს. ადგილობრივებმა ასეთ სახლში, რომელსაც ფანჯრები არ ჰქონდა, 35 წლის ქალი, ორი შვილთან ერთად, გარდაცვლილი იპოვეს. სამივე, როგოც პოლიცია ვარაუდობს, გაიგუდა.
ეს არ არის დაღუპვის პირველი შემთხვევა, რომელიც ძველ ინდურ ადათწესს უკავშირდება. ის ფორმალურად ჯერ კიდევ 2005 წელს აიკრძალა.
დაღუპული ქალი, ამბა ბოხარა, როგორც ჩანს, კოცონის დანთებას ცდილობდა, რათა ზამთრის ცივ საღამოს შვილები, 12 და 9 წლის ბიჭები, გაეთბო, რა დროსაც სამივე მათგანი გაიგუდა.
სამივე გარდაცვლილის ცხედარი დილით, ქალის დედამთილმა იპოვა.

FB კომენტარები

კომენტარი