“ნეკროლოგების გარდა არაფერს ვკითხულობ” – სად არის და რას საქმიანობს ვიტალი ხაზარაძე

747
SHARE

“მოქალაქეთა კავშირის” ყოფილი წევრი ვიტალი ხაზარაძე, რამდენიმე დღის წინ, დავით უსუფაშვილის სახელით გამართულ ღონისძიებაზე ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. ის მასპინძლის და  სტუმრების წინაშე ახალი იმიჯით  წარსდგა.  საზოგადოებისთვის საინტერესოა, ერთ დროს აქტიური პოლიტიკოსი, ოდიოზური პირი ამჟამად რას საქმიანობს.

“კვირა +” ვიტალი ხაზარაძეს დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენილი, მას შემდეგ, რაც პოლიტიკიდან წავიდა, თავს მხატვრული ლიტერატურისა და ნეკროლოგების კითხვით იქცევს.

“2004 წლიდან აბსოლუტურად დეპოლიტიზირებული პიროვნება გავხდი, საინფორმაციო გადაცემებსაც არ ვუყურებ, გაზეთებში კი,  ნეკროლოგების გარდა არაფერს ვკითხულობ. ეს ყველაფერი ჩემს ხასიათში უკვე აღარ ზის. საკმაო პერიოდი ვიყავი პოლიტიკაში, საკმაო პერიოდი ვესაუბრე საზოგადოებას და ამჯერად წამოვედი თავისუფალ სექტორში.  ძირითადად დრო  მხატვრული ლიტერატურის კითხვით, შვილიშვილებთან ალერსით და მათი მოფერებით გამყავს” , – ამბობს ვიტალი ხაზარაძე.

vitali-xazaradze-735x400 “კვირა+” თან საუბრისას ყოფილმა პარლამენტარმა ისიც აღნიშნა, რომ მშობლიურ ქუთაისს ხშირად სტუმრობს.

“თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ ქუთაისშიც მაქვს ჭერი.  იქ ჩამოვყალიბდი როგორც პიროვნება.  რაც კარგია ჩემში, ქუთაისელებისგან მაქვს,  რაც ცუდია, ჩემი პიროვნული „დამსახურებაა”, – განმარტა ხაზარაძემ.

 მკითხველს შევახსენებთ, რომ ვიტალი ხაზარაძე საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი გახლდათ (1995-2003), ასევე „მოქალაქეთა კავშირის“ წარმომადგენელი 1993 წლიდან. შევარდნაძის თანაგუნდელმა თავისებური ხასიათისა და ორიგინალური გამონათქვამების გამო საზოგადოებას თავი კარგად დაამახსოვრა.

FB კომენტარები

კომენტარი