ნახვამდის ქმარო: 7 ნაბიჯი ახალი ცხოვრებისკენ

191
SHARE
განქორწინების მიზეზებზე დიდხანს შეიძლება საუბარი – ნებისმიერ შემთხვევას თავისი მიზეზი აქვს. ნებისმიერ ადამიანს თავისი ტკივილი აქვს, საკუთარი შეხედულებები და  საკუთარი შიშები. ნებისმიერს სჭირდება მიუხედავად ყველაფრისა, განაგრძოს ცხოვრება. რა უნდ გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე დავივიწყოთ პრობლემები და კვლავ ვისწავლოთ ღიმილი? ეს და სხვა საკითხები განიხილეს სპეციალისტებმა, ფსიქოლოგებმა და შემდეგი რჩევები მოგვცეს:

ანალიზი გაუკეთეთ თქვენს გრძნობებს

ეცადეთ გაერკვეთ თქვენს გრძნობებში. ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინეთ, რა თქმა უნდა ეს ძალიან რთულია. ამის გაკეთების შემდეგ, გაარკვევთ რას გრძნობთ და რა გსურთ, მოიხსნით უდიდეს ტვირთს თქვენი სულიდან. თუ აზრები ერთმანეთში ირევა, აიღეთ კალამი და ფურცელი, დაწერეთ რა იყო განშორების მიზეზი, სწორი ხართ თუ არა ამ სიტუაციაში და რა გსურთ ახლა. შესაძლოა ამ თემაზე საუბარი ფსიქოლოგთან ან დაქალთან. არ შეიყვანოთ თქვენი აზრები და გრძნობები ჩიხში – ისაუბრეთ მათზე, დაწერეთ მათზე, იტირეთ მათზე, გააკეთეთ ყველაფერი რისი გაკეთებაც გსურთ, მაგრამ არ  გაჩუმდეთ და გამოერკვიეთ თქვენს გრძნობებში ბოლომდე.

განიცადეთ  ბოლომდე

არ ღირს საკუთარი თავი „რკინის ლედად“ აქციოთ და ცრემლებთან ერთად იცინოთ. თქვენ განქორწინდით და ფაქტია ეს  კარგი სიტუაცია არ არის. ამიტომ, რატომაც არ უნდა იდარდოთ გასულ წლებზე, არსებულ ფაქტზე და გაცრუებულ იმედებზე?  ყველაფერს საკუთარი მიზეზი აქვს. თქვენ უნდა დაიწყოთ ახალი ცხოვრება – დრო ფუჭად არ დაკარგოთ.

თავიდან შეიყვარეთ საკუთარი თავი

ყველაფრის გაანალიზების შემდეგ  ჩაიხედეთ სარკეში. თქვენ თავისუფალი და ლამაზი ხართ! თქვენ მთელი ცხოვრება წინ გაქვთ! ღიმილი სახეზე, კოსმეტიკა ერთგვარ იარაღად. თქვენ უნდა მოგწონდეთ პირველ რიგში საკუთარი თავი და გარეგნობა, ასევე შინაგანი სამყარო. ამ შემთხვევაში თქვენ ყველაფერი კარგად გექნებათ.

არ იჩქაროთ ახალი ურთიერთობებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ნათქვამია: ახალი ურთიერთობა მარტოობის სამკუარნალოდ საუკეთესი საშუალებაა, მაგრამ ფსიქოლოგები ამბობენ, რომ განქორწინების შემდეგ გარკვეული დროის გატარება მარტოობაში კარგია. ამ მარტოობის ხანგრძლივობა კი თავად უნდა განსაზღვროთ. შესაძლოა თქვენ მხოლოდ ერთი დღე გჭირდებათ საკუთარ თავთან, ვინ იცის…

გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც გსურთ

იფიქრეთ, რითი დაკავება გსურთ ახლა? შესაძლოა უბრალოდ გსურთ რომ იძინოთ, წამოწვეთ და უყუროთ საყვარელ მელოდრამას, ან წახვიდეთ და იცეკვოთ. არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია ის, რომ ახლა ცხოვრების თითოეული მომენტისგან სიამოვნება მიიღოთ. მიიღეთ სიამოვნება თქვენი თავისუფლებით.

იპოვეთ ახალი მამაკაცი

უკვე იტირეთ, იყავით ფსიქოლოგთან, ისაუბრეთ მეგობრებთან. დროა ახალი ურთიერთობის ძიებისა, იპოვეთ ახალი მამაკაცი. ფსიქოლოგები გირჩევენ შეარჩიოთ ახალი მამაკაცი, რომელიც სრულებით განსხვავებული იქნება თქვენი ქმრისგან.

მე ახალი ვარ!

ახალ ცხოვრებაში საჭიროა ძველი ჩვევები მიივიწყოთ. წარსულში დატოვეთ ოჯახური თანაცხოვრებით გამოწვეული ნეგატიური სიტუაციებიც. გვერდით ახალი მეორე ნახევარი გყავთ, ხელში ახალი ჩანთა გიჭირავთ, სახეზე ახალი ღიმილი გაქვთ. შესაძლოა ეს ყველაფერი შეუჩვეველია, მაგრამ თქვენი ცხოვრება იმედით არის სავსე. არ გაბოროტდეთ ცხოვრებაზე. აპატიეთ ყოველგვარი წყენა. ააშენეთ თქვენი ახალი ეპოქა. ის აუცილებლად იქნება წარსულზე უკეთესი, გჯეროდეთ!

წყარო: people.ge

FB კომენტარები

კომენტარი