ნახეთ როგორ მღერის ქართული “ვოისის” გამარჯვებული სალომე ქათამაძე ნიუ იორკის მეტროში (ვიდეო)

355
SHARE

​ქართული “ვოისის” გამარჯვებული და “ახალი ტალღის” მონაწილე, სალომე ქათამაძე, ნიუ იორკში საცხოვრებლად ორი წლის წინ გადავიდა. ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა, ზაქარია ჭელიძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მღერის სალომე ქათამაძე ნიუ იორკის ერთ-ერთ მეტროში ეტა ჯეიმსის ცნობილ ჰიტს At Last. გამვლელები სალომეს გამოსვლას ოვაციებით შეხვდნენ. ვიდეოს ზაქარია ჭელიძე ავრცელებს. “შემთხვევით ჯიგარ სალომე ქათამაძეს გადავაწყდი მეტროში. ოპერის მომღერლები მღეროდნენ შემდეგ სალომემ გადაწყვიტა მასაც ემღერა მათთვის. ჰოდა ჯიგარია, აბა, რააა,” – აღნიშნავს ზაქარია თავის სტატუსში.

FB კომენტარები

კომენტარი