ნახატით გადმოცემლი ტკივილი – ავსტრალიის ტყის ხანძარი (ფოტოკოლაჟი)

58
SHARE

მსოფლიოს მასშტაბით ადამიანები დამწუხრებულები არიან სიხალეებით ავსტრალიაში მძვინვარე ტყის ხანძრების გამო.
რამდენიმე თვეა ხანძარს ებრძვიან, შედეგები კი დამანგრეველი და ძალიან ტრაგიკულია.
უდიდეს ტერიტორიებზე ცეცხლმა ყველაფერი გაანადგურა, ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა, ბევრი დაიღუპა, ასობით მილიონი ცხოველი ხანძარს ემსხვერპლა. უკანსკნელი ორი დღეა ავსტრალიაში გაწვიმდა და კენგურუების კუნძულზე ცეცხლის კერები ნელ–ნელა ქვრება.
ადამიანების გარკვეულ რიგს სიტყვებით საკუთარი ტკივილის გამოხატვა არ შეუძლია, სიტყვების მაგივრად, მხატვრები თავიან ნიჭს იყენებენ. ნახატების საშუალებით, ისინი გამოხატავენ თავიათ ემოციებსა და განცდებს, პატივს მიაგებენ ავსტრალიას, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, წინსვლას ცდილობს და მომავლისკენ იყურება.
თითოეული ნახატი ღრმა მწუხარებასა და ადგილობრივი მოსახლეობისადმი მხარდაჭერას გამოხატავს.

FB კომენტარები

კომენტარი