ნაწლავების გაწმენდა დაფქული სელით – წვავს ცხიმს და გვეხმარება გახდომაში

634
SHARE

ექიმების აზრით, მრავალი დაავადებისგან გათავისუფლდებით, თუ ნაწლავებს გაწმენდას შეძლებთ ლორწოს, პარაზიტებისა და წიდებისგან. 70-წლიანი სიცოცხლის მანძილზე ნაწლავებში გაივლის 100 ტონა საჭმელი და 40 ათასი ლიტრი სითხე.
დაბინძურებულ ნაწლავებზე მოწმობს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, შეკრულობა, ალერგია, შაქრიანი დიაბეტი, ზედმეტი მასა ან პირიქით, წონის ნაკლებობა.
მხედველობისა და სმენის პრობლემა, თირკმლებისა და ღვიძლის მუშაობის შეფერხება, კანის, თმისა და ფრჩხილების სტრუქტურის დარღვევა. სისტემური დაავადებები დაწყებული ართრიტით და დამთავრებული კიბოთი.

ნაწლავების აპარატურით გამორეცხვა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ამასთანავე, ის ნაწლავების მიკლოფლორასაც აზიანებს. ხოლო ოყნით გამორეცხვის დროს მხოლოდ მსხვილი

ნაწლავის მცირე მონაკვეთის (40-50 სმ) გასუფთავება ხდება.

ამიტომ, უმტკივნეულო და ჯანსაღ მეთოდს გთავაზობთ ნაწლავების გასაწმენდად. ამისათვის საჭიროა, დღეში მხოლოდ 1-2 დესერტის კოვზი სელის თესლი მიიღოთ 2-3 კვირის განმავლობაში. რაც გაგისუფთავებთ ნაწლავებს და მიკროფლორასაც არ დააზიანებს.

ყურადღება, ეს მეთოდი წვავს ცხიმებს და გახდომაშიც დაგეხმარებათ. სელის თესლი ახალდაფქვილი უნდა იყოს. მას გამოაქვს ნაწლავებიდან მავნე ნივთიერებები და არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.

ნაწლავების გაწმენდის სქემა:

პირველი კვირა: მსხვილად დაფქული 1 დესერტის კოვზი სელის თესლი 100 გრამ კეფირზე ან იოგურტზე.

მეორე კვირა: მსხვილად დაფქული 2 დესერტის კოვზი სელის თესლი 100 გრამ იოგურტზე, არაჟანსა ან კეფირზე.

ნარევი უნდა მიირთვათ საუზმის ნაცვლად. არაჟანი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნებისმიერი რძის პროდუქტით.

გაწმენდის პერიოდში, ყოველდღე მიიღეთ არანაკლებ 2 ლიტრი წყალი.

წყარო:http://www.marao.ge

FB კომენტარები

კომენტარი