ნაძვის ხეების ფესტივალი დასრულდა – ფოტოკოლაჟი

90
SHARE

  ერეკლე II-ს ქუჩაზე, ნაძვის ხეების ფესტივალი, ტელე კომპანია “GDS”-ის გამარჯვებით, დასრულდა. საუკეთესო ნაძვის ხე ხმის დამთვლელმა კომისიამ ჟურნალისტებთან ერთად გამოავლინა. კომისიის წევრები თამარ ფოცხიშვილი, მსახიობი ნიკა წულუკიძე და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ წერეთელი იყვნენ.
ნაძვის ხეების ფესტივალი საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის მერიის ორგანიზებით, 25 დეკემბერს დაიწყო და 7 იანვარს დასრულდა. ორი კვირის განმავლობაში ერეკლე II-ს ქუჩის სტუმრებს საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა სხვადასხვა წამყვანი ბიზნეს და ტელე კომპანიების მიერ წარმოდგენილი ნაძვის ხეები და ხმა მიეცათ საუკეთესოს გამოსავლენად.
ფესტივალში მონაწილე კომპანიებს შორის იყო: ”Wissol” ჯგუფი, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”, ტელე კომპანია ”GDS”, ტურიზმის ეროვნული სააგენტო, ”დინამო თბილისი”, კომპანია ”ახალი ქსელები”, დიზაინერი აკა ნანიტაშვილი, მაღაზია ”პროვანსი”, მაღაზია ”ქრონოგრაფი”, ღვინის კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, გაზეთი ”პრაიმ ტაიმი”, კომპანია ”კაპაროლი” და კომპანია ”კონტრალო”.
გამარჯვებულ ნაძვის ხეს თბილისის მერიის მიერ დამზადებული სიმბოლური პრიზი გადაეცა.

 

 

Comments

comments