„ნატურალეს“ კოსმეტიკური საპნები – კანის მოვლის უსაფრთხო და ეფექტური საშუალებები

184
SHARE

უნიკალურ რეცეპტებში თავმოყრილი, 100%-ით ბუნებრივი კომპონენტებით დამზადებული ხელნაკეთი საპნები „ნატურალესაგან“, თქვენს კანს სისუფთავეს და სილამაზეს დაუბრუნებს.
„ნატურალეს“ კოსმეტიკური საპნების ხაზი შექმნილია სხვადასხვა ტიპის კანისთვის – არ აშრობს კანს, მსუბუქად ასუფთავებს და ატენიანებს, ანიჭებს სასიამოვნო ხავერდოვნებას და ტოვებს ნატურალური ეთერზეთების მსუბუქ არომატს.
სოჭის საპონი „წიწვოვანი ტყე“ – ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის. მზადდება ყურძნის წიპწის, ავოკადოს და სოჭის ზეთით. იდეალურად ასუფთავებს, ატონიზირებს და ატენიანებს კანს, ხელს უშლის ცხიმის ჭარბ გამოყოფას, ზედაპირს გლუვს და ელასტიკურს ხდის. შოკოლადის საპონი ნუშის რძით „რძე და შოკოლადი“ – მშრალი და ძალიან მშრალი კანისთვის. შეიცავს კაკაოს ცხიმს, ნუშის ზეთს და ნუშის რძეს, შავ შოკოლადს. არბილებს და ატენიანებს კანს, გააჩნია კანის აღმდგენელი ეფექტი. შოკოლადის გამაოგნებელი სურნელი შეგიქმნით სიმშვიდის, უშფოთველობის განცდას.
ლავანდს საპონი „მთის ლავანდა“ – მშრალი და ნორმალური კანისთვის. საპნის შემადგენელი ხორბლის ღივი, ავოკადოს ზეთი და შის კარაქი დელიკატურად ასუფთავებს და ატენიანებს კანს, იცავს გარემოს მავნე ზეგავლენისაგან. აბრეშუმის საპონი ჟოჟობას ზეთით „აბრეშუმის შეხება“ – ჟოჟობას ზეთის და აბრეშუმის პროტეინის დახმარებით, საპონი არბილებს და ატენიანებს კანს, გააჩნია მატონიზირებელი ეფექტი, კანს უბრუნებს ახალგაზრდულ იერს. რეკომენდებულია მშრალი და ნორმალური კანისათვის. ეფექტურია ხანდაზმული კანისთვის. ისარგებლეთ „ნატურალეს“ ბუნებრივი საპნებით და იგრძენით ეფექტი პირველივე გამოყენებიდან.

R

FB კომენტარები

კომენტარი