ნატალი პორტმანს ქალიშვილი შეეძინა

100
SHARE

​ცნობილ ჰოლივუდელ კინოვარსკვლავს, ნატალი პორტმანს ქალიშვილი შეეძინა. ამის შესახებ გამოცემა “People” იუწყება.
​ნატალი პორტმანმა და მისმა მეუღლემ, ქორეოგრაფმა ბენჯამინ მილპიემ ქალიშვილს ამალია დაარქვეს.
„დედაც და შვილიც თავს კარგად გრძნობენ“, – განაცხადა მილპიემ. ნატალი პორტმანმა და ბენჯამინ მილპიემ ერთმანეთი 2009 წელს გაიცნეს მხატვრული ფილმის, „შავი გედის“ გადაღების დროს. ამ ფილმისთვის პორტმანმა ოსკარი მიიღო. 2011 წელს მათ ვაჟი შეეძინათ. 2012 წელს კი პორტმანი და მილპიე დაქორწინდნენ.

FB კომენტარები

კომენტარი