„ნასას“ მეცნიერებმა 7 ახალი ეკზოპლანეტა აღმოაჩინეს

237
SHARE
You can subscribe to the ESOcasts in iTunes, receive future episodes on YouTube or follow us on Vimeo. Many other ESOcast episodes are also available. Find out how to view and contribute subtitles to the ESOcast in multiple languages, or translate this video on dotSUB.

 ​აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მეცნიერებმა 7 პოტენციურად დასახლებული პლანეტა, ე.წ. ეკზოპლანეტა აღმოაჩინეს.
პლანეტები დაახლოებით დედამიწის ზომისაა. მათი აღმოჩენა „სპიცერის“ ტელესკოპით მოხერხდა. პლანეტები ვარსკვლავის გარშემო TRAPPIST-1-ის სისტემაში მოძრაობენ.
სამი მათგანი ისეთ ზონაშია, რომ იქ წყლის და სიცოცხლის არსებობაა შესაძლებელი. 2016 წელს მეცნიერებმა სამი პლანეტა აღმოაჩინეს, თუმცა შემდეგ, უფრო ძლიერი ტელესკოპების მეშვეობით, კიდევ 4 პლანეტის აღმოჩენა გახდა შესაძლებელი. ამჟამად ეკზოპლანატებს ერთდროულად სამი ტელესკოპი სწავლობს.
ესენია “სპიცერი”, “ჰაბლი” და “კეპლერია”. ​2018 წელს ახალი ტელესკოპის – “ჯეიმს უების” ამოქმედებაა დაგეგმილი, რომელიც უფრო ძლიერია და მისი მეშვეობით, ამ ტელესკოპების მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კვლევები გაგრძელდება.

FB კომენტარები

კომენტარი