“ნარ­კო­ტი­კე­ბი­სა და ალ­კოჰო­ლი­სა­კენ მის­წრა­ფე­ბა მა­ტუ­ლობს” – ასტროლოგიური პროგნოზი

473
SHARE

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უახ­ლო­ე­სი თვე­ე­ბის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგნოზის შე­სა­ხებ წერს:
“18 ივ­ნი­სი­დან თევ­ზებ­ში მოძ­რა­ვი ნეპ­ტუ­ნი 16°29′ ზე რეტ­როგ­რა­დუ­ლი გახ­დე­ბა და ნო­ემ­ბრის ბო­ლომ­დე უკუს­ვლით იმოძ­რა­ვებს. დიდი ხანი გრძელ­დე­ბა ნეპ­ტუ­ნის რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბა და რო­გორ აი­სა­ხე­ბა ეს ჩვენ­ზე? ნეპ­ტუ­ნი წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვის მან­ძილ­ზეა არის ხოლ­მე რეტ­როგ­რა­დუ­ლი. ეს ის დროა, რო­დე­საც ზღვა­რი რე­ა­ლო­ბა­სა და წარ­მო­სახ­ვითს შო­რის ძალ­ზე ფერ­მკრთალ­დე­ბა და ოც­ნე­ბებს ას­რუ­ლე­ბის შან­სე­ბი ეძ­ლე­ვათ. გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს დრო სა­კუ­თარ ფან­ტა­ზი­ებ­ში ჩა­საღ­რმა­ვებ­ლად. თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად უნდა ით­ქვას, რომ რეტ­რო ნეპ­ტუნს არც თუ მცი­რე ქა­ო­სის შე­მო­ტა­ნაც შე­უძ­ლია ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. თუკი ნა­ტა­ლურ რუ­კა­ში ამის მიდ­რე­კი­ლე­ბა ჩანს, ზედ­მე­ტი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის ზე­გავ­ლე­ნით ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა ილუ­ზი­ებს და თვით­მო­ტყუ­ე­ბას მი­ე­ცეს. ან მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბა­ში გა­და­ვარ­დეს და არ­სე­ბულ სიძ­ნე­ლე­ებ­ზე “ჩა­ი­ციკ­ლოს”. ასეთ დროს, სამ­წუ­ხა­როდ, ნარ­კო­ტი­კე­ბი­სა და ალ­კოჰო­ლი­სა­კენ მის­წრა­ფე­ბა მა­ტუ­ლობს. მი­თუ­მე­ტეს რომ, თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქოც საკ­მა­ოდ უწყობს ხელს მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის წარ­მოქ­მნას.
რეტ­რო ნეპ­ტუ­ნის პე­რი­ოდ­ში არ ღირს ყვე­ლაფ­რის ბრმად და­ჯე­რე­ბა. ნუ მი­ენ­დო­ბით უცხო ადა­მი­ა­ნებს, რად­გან მა­ღა­ლია მო­ტყუ­ე­ბის და თაღ­ლი­თო­ბის ბა­დე­ში გაბ­მის ალ­ბა­თო­ბა. ნუ წახ­ვალთ სა­რის­კო ქმე­დე­ბებ­ზე. არა­ვი­თა­რი ფი­ნან­სუ­რი “პი­რა­მი­დე­ბი”‘! ამ პე­რი­ოდ­ში ასეთ მსხვილ თე­მებ­ში კი არა, ელე­მენ­ტა­რულ ხურ­და­ში და წო­ნა­შიც კი შე­იძ­ლე­ბა მო­გა­ტყუ­ონ… სჯობს მეტი სი­ფხიზ­ლე გა­მო­ვი­ჩი­ნოთ და ვე­ცა­დოთ მოვ­ლე­ნებს ქა­ო­ტუ­რად არ მივ­ყვეთ, დავ­გეგ­მოთ ისი­ნი. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ეხე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი ხა­სი­ა­თის საქ­მე­ებს, მათ შო­რის – ფი­ნან­სურ­საც. თუ ჩვენ სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას გა­ა­ა­ნა­ლი­ზებთ, მივ­ხვდე­ბით, რომ ჩვე­ნი ში­შე­ბი, ილუ­ზი­­ე­ბი და ქა­ო­სუ­რო­ბა არა მხო­ლოდ ჩვენ გვა­ყე­ნებს ზი­ანს, არა­მედ ჩვენს გარ­შე­მო მყო­ფებ­საც. ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია, რომ ეს ენერ­გია, რა­საც რეტ­რო ნეპ­ტუ­ნი ჩვენ­ში აგ­რო­ვებს, სუ­ლი­ე­რი ზრდის­თვი­სა და ში­ნა­გა­ნი ჰარ­მო­ნი­ზა­ცი­ი­სათ­ვის გა­მო­ვი­ყე­ნოთ. კარ­გია ფან­ტა­ზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, შე­მოქ­მე­დე­ბის­თვის – ხა­ტეთ, ძერ­წეთ, ქსო­ვეთ, ბუ­ნე­ბას­თან კონ­ტაქ­ტის­თვის, გან­მარ­ტო­ე­ბი­სა და მე­დი­ტა­ცი­ის­თვის, ლოც­ვე­ბის­თვის. გა­ე­ცით თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი სამ­ყა­როს მი­მართ და უკან ათას­გზის გაზ­რდი­ლი და­გიბ­რუ­ნე­ბათ”.- წერს ასტროლოგი.

Comments

comments