„ნაპირზე გარიყული კაცობრიობა“

288
SHARE

დამხრჩვალი ბავშვის ქვიშის ქანდაკება ტრაგედიის ადგილზე. სუდარსან პათნაიკმა ბოდრუმის სანაპიროზე, სადაც
ზღვამ რამდენიმე დღის წინ 3 წლის სირიელი ბიჭის ცხედარი გამორიყა, მიწაზე დამხობილი ბავშვის გამოსახულების ქვიშის ქანდაკება გააკეთა. მას თან ერთვის წარწერა – „ნაპირზე გარიყული კაცობრიობა“.
შემზარავი ტრაგედია, რომელმაც მსოფლიო გააოგნა, რამდენიმე დღის წინ თურქეთის სანაპიროსთან მოხდა. ორი ნავი, რომლებსაც სირიელი ლტოლვილები გადაჰყავდა, ამობრუნდა. კატასტროფის ადგილზე სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი ბავშვი და ერთი ქალი. ისინი ნავებით თურქეთის ქალაქ ბოდრუმიდან საბერძნეთში ჩასვლას ცდილობდნენ. ზღვის სანაპიროზე გამორიყული 3 წლის სირიელი ბიჭუნას, აილან კურდის ფოტოებმა მსოფლიო შოკში ჩააგდო.

11949741_1037226869644147_2070215655_n 11998077_1037226952977472_1190322873_n

FB კომენტარები

კომენტარი