ნანი ბრეგვაძემ და ნიკოლოზ რაჭველმა მოსკოვში კონცერტი გამართეს (ვიდეო)

423
SHARE

5 ივნისს, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“, საიუბილეო ტურის ფარგლებში, ნანი ბრეგვაძის კონცერტი გაიმართა. როგორც საკონცერტო დარბაზის აფიშაშია ნათქვამი, ამ კონცერტით, ყოფილი საბჭოთა ესტრადის ვარსკვლავმა და სახალხო არტისტმა, თავისი საიუბილეო ტური გახსნა. ნანი ბრეგვაძის ორსაათიანი კონცერტი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, სიმფონიური ორკესტრის თანხლებით გაიმართა.
კონცერტზე, რომელსაც მომღერლის თაყვანისმცემლები რუსეთში დიდხანს ელოდნენ, გაჟღერდა ის ჰიტები, რომლებიც არამარტო საბჭოთა, არამედ სახალხო კლასიკა გახდა. ლეგენდარულ მომღერალთან ერთად კი, სცენაზე მისი ქალიშვილი ეკა მამალაძე გამოჩნდა, ხოლო საღამოს სპეციალური სტუმარი ვალერი მელაძე გახლდათ.
„ნანი ბრეგვაძე-აბსოლუტურად განსაკუთრებული მომღერალი და არტისტია და ეს არ არის ლიტონი სიტყვები, რომელიც მე შემიძლია მის შესახებ ვთქვა. ის წარმოადგენს იმ ადამიანების კატეგორიას, რომელთა პატივისცემა და არ შეყვარება შეუძლებელია. ნანიში იმხელა ღირსება და სიდიადეა, მას ყველაფერი ძალიან ლამაზად გამოსდის. ყოველთვის, როცა მას ვხედავ, აღელვებული ვარ. ის დიდი ადამიანია“-უთხრა „კროკუ სითი ჰოლის“ წარმომადგენლებს ვალერი მელაძემ.
„კროკუს სითი ჰოლი“ რუსეთში ერთადერთი მრავალდონიანი საკონცერტო დარბაზია, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და 7500-მდე მაყურებელს იტევს.

Comments

comments