“ნალა შენ გელოდება” – ემილიანო სალას და ემოციურ ფოტოს აქვეყნებს

30
SHARE

საფეხბურთო გუნდ “კარდიფის” ავიაკატასტროფის დროს გაუჩინარებული ფეხბურთელის, ემილიანო სალას და სოციალურ ქსელში ემოციურ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ფეხბურთელის ოთხფეხა მეგობარია გამოსახული.
“ნალა შენ გელოდება”, – წერს ფოტოს აღწერაში ფეხბურთელის და.
ემილიანო სალა საფრანგეთის ქალაქ ნანტიდან უელსის დედაქალაქ კარდიფში მიფრინავდა, მას შემდეგ, რაც „ნანტიდან“ მისი ტრანსფერი „კარდიფ სიტიში“ განხორციელდა, თუმცა თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე სალამ მეგობარს ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ფეხბურთელი ამბობდა, რომ ის ფრენას ვერ გადაურჩებოდა.
სამძებრო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობდა. არგენტინელი ფეხბურთელის თვითმფრინავის ნამსხვრევები ლა მანშის ფსკერზე ნახეს და ერთ-ერთის (ან ემილიანოს ან პილოტის) სხეულიც აღმოაჩინეს.

FB კომენტარები

კომენტარი