ნათია ჯავახი “უკან ბავშვობაში”

41
SHARE

“კვირა +” გთავაზობთ ახალ რუბრიკას “უკან ბავშვობაში”, რომელიც საქმიანი, წარმატებული, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალების ბავშვობას ეხება. ჩვენი რუბრიკის მომდევნო სტუმარია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს თანამშრომელი ნათია ჯავახი:

– ველოსიპედის ტარება თუ იცით, როდის ისწავლეთ და ვინ გასწავლათ?

– ძალიან კარგად  მახსოვს ჩემი პირველი მწვანე, სამბორბლიანი ველოსიპედი, მაშინ 5 წლის ვიყავი. ორბორბლიანი ველოსიპედის ტარება 7 წლის ასაკში მშობლებმა მასწავლეს.

– ცურვა თუ იცით და როდის და სად ისწავლეთ?

– ბათუმში ხშირად დავდიოდით და ცურვაც იქ ვისწავლე.

– რომელი იყო თქვენი პირველი კომპიუტერი – დენდი, სონი, სეგა თუ პანასონიკი?..

– ჩემი პირველი კომპიუტერი იყო SEGA, რომელიც მამამ მაჩუქა.  ხშირად მეგობრების თავშეყრის მიზეზიც ხდებოდა.

– მუსიკას რითი უსმენდით? 

– მამა მელომანია და ძალიან პატარა ასაკიდან ყურსასმენებით მასმენინებდა მუსიკას.

– გამორჩეული სათამაშო, რომელიც დღემდე გახსოვთ?

– თოჯინა, რომელიც მამიდამ მაჩუქა(4 წლის ვიყავი). ახლაც მაქვს ის თოჯინა, ძალიან მიყვარს.

– ბავშვობისდროინდელი საყვარელი კერძი, რომელიც დიდი ხანია, აღარ მიგირთმევიათ.

– ბავშვობაში ჭამის მოყვარული არ ვიყავი, განსაკუთრებულ კერძს ვერ ვიხსენებ.

– რას გიკრძალავდნენ მშობლები ბავშვობაში ისეთს, რასაც თქვენ არ უკრძალავთ თქვენს შვილს – მაგალითად, გუბეებში ტყაპუნს, კედლებზე ხატვას და ა.შ?

– ზომიერად ცელქი ბავშვი ვიყავი და არ მახსენდება, რომ რამეს მიკრძალავდნენ. ვცდილობ, ჩემი გოგოების მიმართაც არ ვიყო ძალიან მკაცრი.

– რომელი ზღაპრული ან მულტფილმის პერსონაჟი გიყვარდათ?

– „მზეთუნახავი და ურჩხულის“ პერსონაჟი ბელი. ახლაც ძალიან მიყვარს ეს მულტფილმი.

– რომელი იყო თქვენი პირველი სქელტანიანი წიგნი?

– ვიქტორ ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ და კარლო კოლოდის „პინოქიოს თავგადასავალი“.

– წიგნი/მულტფილმი, რომელზეც პირველად იტირეთ?

– „ბემბი“ იყო პირველი მულტფილმი, რომელზეც პირველად ვიტირე.

– ოთახში პლაკატები თუ გქონდათ გაკრული და ვისი პლაკატი იყო ეს?

– აგარაკზე, ოთახში  მქონდა Spice Girls-ისადა Aerosmith-ის პლაკატები.

– რომელი წლიდან გახსოვთ საკუთარი თავი? რა არის თქვენი პირველი მოგონება?

– ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, ბევრი რამე მახსენდება.

– რა იყო თქვენი საყვარელი თამაში?

– საყვარელი თამაში იყო კლასობანა.

– სკოლაში სიარული გიყვარდათ? ყველაზე ეფექტური ტყუილი რა მოგიგონებიათ, სკოლა რომ გაგეცდინათ?

– ვერ ვიტყვი, რომ არ მიყვარდა სკოლაში სიარული, სკოლის გაცდენა ყველა ბავშვს უყვარს. ალბათ,სიცხე მაქვს და მუცელი მტკივა.

– ყველაზე ეფექტური ტყუილი რა მოგიგონებიათ, როცა დავალება არ გქონიათ შესრულებული?

– „მასწავლებელო, შუქი არ იყო და ვერ ვიმეცადინე“, 90-იანებში ხომ ხშირად იყო ეს პრობლემა.

– ამოჩემებული კაბა ან ტანსაცმელი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარდათ?

– მიკიმაუსიანი სპორტულები მქონდა ამოჩემებული.

– დედის ტანსაცმელი, კოსმეტიკა ან სამკაულები ხშირად მოგირგიათ?

– პრანჭია გოგო არ ვიყავი და კაბების ჩაცმა არ მიყვარდა. ალბათ, თინეიჯერობის ასაკამდე.

– რომელი ტიპის ბავშვი უფრო იყავით: ის, რომელიც ლექსს გამოთქმით ამბობდა სტუმრების წინაშე, თუ ის, რომელიც მორცხვად იმალებოდა მაგიდის ქვეშ?

– მშობლები არასდროს მთხოვდნენ ლექსის თქმას და შესაბამისად,არც მაგიდის ქვეშ დამალვა მიწევდა.

– ცეკვაზე დადიოდით თუ მუსიკაზე?

– ცეკვაზე დავდიოდი, სუხიშვილების სტუდია დავამთავრე და ამით ვამაყობ.

– დამჯერი ბავშვი იყავით თუ ბუნტისთავი?

– დამჯერიც და ბუნტისთავიც, ზომიერად.

FB კომენტარები

კომენტარი