ნათია ლაზაშვილის მონდომების შედეგად, დაკარგული ძაღლი პატრონს დაუბრუნდა (ფოტო, ვიდეო)

218
SHARE

ცნობილმა ჟურნალისტმა, რომელიც ამჟამად პრემიერის ადმინისტრაციის თანამშრომელიაა, ნათია ლაზაშვილმა სოციალურ ქსელში ძაღლის ფოტო გაავრცელა, რომელიც “თბილისი მოლში” ავტომანქანების სადგომზე უპატრონოდ იყო. ლაზაშვილმა დაკარგულ ძაღლზე ინფორმაცია მაშინვე ფეისბუქით გაასაჯაროვა. 14656444_10209229969520307_667260434398409005_n
“თბილისი მოლში დაკარგულია ეს ძაღლი. მე-3 სართულზეა. გთხოვთ გაავრცელოთ. სახლში წავიყვან თუ არ გამოჩნდა 15 წუთში არავინ”.

ლაზაშვილი ძაღლის პატრონს ნახევარი საათი ელოდა, რის შემდეგაც სახლში წაიყვანა.
“მეგობრებო კიდევ ერთხელ გთხოვთ დახმარებას და გავრცელებას. ეს ინგლისური სეტერი (მგონი), დიღომში თბილისი მოლში იყო დაკარგული. მე-3 სართულზე მანქანების სადგომზე. ესკალატორზე ვერ დავაყენე შეეშინდა, ნახევარი საათი ველოდებოდი პატრონის გამოჩენას, შემდეგ იძულებული გავხდი სახლში წამომეყვანა. ძალიან მოვლილია და წითელი ყელსაბამი უკეთია. ძალიან ბევრი მყავხართ, იქნებ არ დაიზაროთ და გაავრცელოთ ყველამ. მოწყენილია.”14729164_10209230217326502_4339499987095638708_n

ნათია ლაზაშვილის დიდი მონდომების შედეგად, ძაღლს პატრონი გამოუჩნდა და ახლა სახლშია. ჟურნალისტი დიდ მადლობას უხდის ყველას ვინც გაავრცელა მისი პოსტი და ოპერატიულად მოხდა პატრონის მოძებნა. ძაღლის პატრონი დიღომში მცხოვრები ოთო კიშინსკია, “სეტერი” სახლიდან გამოიპარა და ასე მოხვდა “თბილისი მოლის” ავტომანქანების სადგომზე.
“ვიპოვეთ პატრონი! ძალიან დიდი მადლობა ყველას. თქვენი დახმარებით “ემო” სახლში წაიყვანეს. “კარფურთან” ცხოვრობს და როგორც ჩანს გამოიპარა. კიდევ ერთხელ ყველას მადლობა რომ დამეხმარეთ გავრცელებაში”, – წერს ნათია ლაზაშვილი 14716184_10209231423796663_4554865415968236973_nფეისბუქის საკუთარ გვერდზე და დაკარგული “სეტერის” ვიდეოს ავრცელებს.

FB კომენტარები

კომენტარი