“მხოლოდ ქართულის” სცენაზე “შვიდკაცამ” ლევან ჩხაიძის ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა (ვიდეო)

106
SHARE

“მხოლოდ ქართულის” სცენაზე ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის ხსოვნას “შვიდკაცამ” სიმღერა მიუძღვნა. სიმღერა “გული ინატრებს დაბრუნებას” ლევან ჩხეიძის მეგობრებისთვის, კოლეგებისთვის ემოციური სასმენი იყო.
ტელეკომპანიის გადაწყვეტილებით დღევანდელი შოუს ფინალი ტელეწამყვან ლევან ჩხაიძის ხსოვნას მიეძღვნა.
პროექტის საფინალო ტურის წაყვანა გარდაცვლილი ჟურნალისტის ახლო მეგობრებმა მაია ასათიანმა და ნანუკა ჟორჟოლიანმა ვერ შეძლეს, ამიტომაც საზოგადოებას ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მიმართა და ჟურნალისტის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მსმენელთან ერთად მიაგო.
“ტვ პირველის” ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.

 

FB კომენტარები

კომენტარი