“მძიმე კრიზისში ვართ, პრობლემად ჩვენი საწყალი ცხოველების ყოფნა არყოფნის საკითხია”,- შინაურ ცხოველებზე მზრუნველებს დახმარება სჭირდებათ

21
SHARE

ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი – ეს არის სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გვერდი, სადაც შინაური  ცხოველების მოყვარულები იკრიბებიან და მათი სიცოცხლის გადარჩენას სხვადასხვა გზით ცდილობენ.

“სიკვდილი მირჩევნია თანხის თხოვნას და მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი ჯიბიდან დავამატო. თუმცა ახლა ისეთ მძიმე კრიზისში ვართ, პრობლემა ჩვენი საწყალი ცხოველების ყოფნა არყოფნის საკითხია”,- ამის შესახებ აღნიშნულ ჯგუფში ცოტახნის წინ გავრცელდა ინფორმაცია.

“რამდენიმე დღის ნაშიმშილარი, მწყურვალი და დალეწილი ეგდო კუმისთან გზაზე. მე ვერ ჩავისვი მანქანაში და მთელი დღე ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. მერე ჩვენი მეგობარი ნინი გვიმრაძე წავიდა მოსაძებნად და იპოვა. იქ ხომ ვერ დავტოვებდით და კლინიკა “ლაქი ფაუ” გავახსნევინეთ.
რენდგენის ფული არ გვქონდა და ვერ გადავიღეთ, არადა დიაგნოზი არ ვიცით. მის გარდა კლინიკაში ორი ჩვენი ინვალიდი ძაღლი გადის რეაბილიტაციას. ფასიან შემფარებელთან 7 საწოვარით გასაზრდელი ლეკვი და ერთიც ყელგამოჭრილი ძაღლი.

დღეს ვიჯექი და ვფიქრობდი ვისგან მესესხა მათი რძის ფხვნილის საყიდელი თანხა. არ მიყვარს რომ გაწუხებთ. სიკვდილი მირჩევნია თანხის თხოვნას და მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი ჯიბიდან დავამატო. თუმცა ახლა ისეთ მძიმე კრიზისში ვართ, პრობლემად ჩვენი საწყალი ცხოველების ყოფნა არყოფნის საკითხია. როგორ უნდა გავაგრძელოთ არსებობა და გადავრჩეთ…
თუ რამეს წარმოადგენს ეს გვერდი და ჩვენი საქმიანობა თქვენთვის, თუ გინდათ რომ გავაგრძელოთ არსებობა ეს უმძიმესი ფინანსური კრიზისი გადაგვალახინეთ.
თიბისი ბანკი : GE77TB7515045063600015
ლიბერთი ბანკი : GE78LB0711189641122000
საქართველოს ბანკი : GE95BG0000000103934600
ამავდროულად emoney ანგარიში : 368694039 მიმღები თინათინ კვალიაშვილი
paypal tikokvaliashvili@gmail.com
დიდი მადლობა”,- წერია ინფორმაციაში.

FB კომენტარები

კომენტარი