მშობლებს შვილს, ყველაზე ძვირფასს, განზრახ როგორ მოუკლავდა?! – გუდაურში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულის მეუღლე

1361
SHARE

მშობლებს შვილს, ყველაზე ძვირფასს, განზრახ როგორ მოუკლავდა?! -გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მერაბ კობიაშვილის მეუღლე სოციალურ ქსელში ქმარზე წერს და მის სიგელებს აქვეყნებს.

“ეს ჩემი მეუღლის ის არასრული მედლები და სამადლობელი წერილებია, რაც დამალული არ აქვს… მოიტანდა სახლში და ისე შემოდებდა ზემო თაროზე ვითომაც არაფერი, არადა როგორ არაფერი?! თარო გამოვყავი და გამოვფინე ერთხელაც… მოვიდა ნახა, აალაგა ყველაფერი და მარტო ერთი სიგელი დატოვა, საუკეთესო მამის სიგელი, რომელიც ბაღში გადასცეს. ყველაზე დიდი ჯილდო ჩემთვის ესააო, ყველაზე მეტად ამ ჯილდომ გამახარაო ცხოვრებაშიო…

მშობლებს შვილს, ყველაზე ძვირფასს, განზრახ როგორ მოუკლავდა”?!- წერს სამხედრო მოსამსახურის მეუღლე.

შეგახსენებთ რომ 17 თებერვალს გუდაურში დაპირისპირება მოხდა რაც მსხვერპლით დასრულდა. მერაბ კობიაშვილის მიერ გასროლილი იარაღით 28 წლის თაზო გორთამაშვილი ადგილზე გარდიცვალა.
მოგვიანებით ინციდენტის ადგილიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გავრცელდა სადაც ჩანს თუ როგორ ესხმის თავს რამდენიმე მამაკაცი მერბ კობიაშვილს. სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ფოტო სადაც ჩანს ნაცემი მერაბ კობიაშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი