მშობლებმა 8 წლის ბიჭი სცემეს, კონტეინერში ჩაკეტეს და შიმშილით ტანჯავდნენ

303
SHARE

საზღვაო კონტეინერში, რომელშიც ბიჭუნა ჩაკეტეს, მხოლოდ ბინძური მატრასი და მაგიდა იყო. როდესაც ბიჭი ვერ ითმენდა და შარდს ვერ იკავებდა, მონსტრი მშობლები მას სცემდნენ. შემთხვევა ავსტრალიაში, სამხრეთ უელსში მოხდა. ავსტრალიური მედიის ცნობით, მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დედამ და მისმა საყვარელმა პატარა ბიჭი ამგვარად დასაჯეს. საწყალმა ბავშვმა იქ, რამდენიმე დღე საკვების და ტუალეტში გასვლის შესაძლებლობის გარეშე გაატარა.


2015 წელს ბიჭის დედას და მის საყვარელს ბრალი მარიხუანის კულტივირებასა და მოხმარებაში წარუდგინეს, აქედან გამომდინარე, პოლიცია ამ ოჯახს ხშირად ამოწმებს. ერთ-ერთი ჩხრეკისას, მათ დატყვევებული მოზარდი იპოვეს.


„თავს ცხოველად ვგრძნობდი, იმის გამო, რომ კონტეინერის კუთხეში ვშარდავდი, მცემდნენ. მეშინოდა და მეგონა, რომ პირდაპირ იქ მოვკვდებოდი“-ამბობს შეშინებული ბიჭი.
პოლიციელებმა ბიჭის სხეულზე სისხლჩაქცევები ნახეს, ასევე, მას ჰქონდა მცირე სახის დამწვრობები და ერთი მოტეხილი კბილი. სამართალდამცველებმა სახლის უკანა ეზოში მარიხუანის მთელი პლანტაცია იპოვეს. მშობლები დააპატიმრეს, მამინაცვალმა განაცხადა, რომ ასეთი ფორმით მათ სურდათ, შვილი ცუდი ყოფაქცევისთვის დაესაჯათ.

 

 

Comments

comments