მშობლებმა 20 წლის გოგონა ფსიქიატრიულში გამოამწყვდიეს – „7 თვის ფეხმძიმე ვარ, გევედრებით, გამიყვანეთ აქედან“

180
SHARE

20 წლის გოგონამ ს.ჩ.-მ “პრაიმტაიმთან” დაკავშირება მსახიობ, ანრი ბიბინეიშვილის მეშვეობით სცადა. მან მსახიობს წერილი სოციალურ ქსელში პაციენტის ტელეფონიდან მისწერა და შემდეგ ზარიც განახორციელა. ჩვენ სალომეს დავუკავშირდით და ყველაფერი დაწვრილებით გამოვკითხეთ.

– ძალიან გთხოვთ, უნდა დამეხმაროთ, თქვენი იმედიღა მაქვს.

– დამშვიდდი და მიამბე რა მოხდა.

– მშობლებთან ავედი შესარიგებლად, დედის დღეზე, იებით ხელში. დედამ დამირეკა და ამიტომ ავედი. პროვოკაცია მომიწყვეს, მიყვიროდა ორივე, მე მშვიდად ველაპარაკებოდი, მაგრამ პოლიცია და სასწრაფო დამაყენეს თავზე.

– ავედი რას ნიშნავს, მშობლებთან არ ცხოვრობ?

– არა. უკვე სამი თვეა, ცალკე ვცხოვრობ. მამაჩემს პათოლოგიური სიმთვრალე აქვს. დედაჩემს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დედაჩემმა აპატია, მე ვერ ვაპატიებდი და წამოვედი.

– გათხოვილი ხარ?

– განათხოვარი. სამი წლის შვილი მყავს და ახლა ფეხმძიმედ ვარ. 7 თვის ვარ, ტყუპების დედა უნდა გავხდე და ესენი წამლებით მჭყიპავენ. ამიტომ გთხოვთ შველას, აქედან გამიყვანეთ, გთხოვთ.

– ახლა როგორ მიკავშირდები, მანდ ტელეფონით სარგებლობის უფლება გაქვთ?

– პაციენტის ნომრით გიკავშირდებით. ძალიან ცუდად ვარ. ორი კვირაა აქ ამომხუთეს, ამომახრჩეს. დიაზეპამებს მიკეთებდნენ და რომ არ მეძინებოდა, ორჯერ დამაბეს. გარეთაც არ გავყავართ, ციხეა! ერთი ბიჭი ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს, ხელები თვითონ გადაიჭრა.

– ვინ წაგიყვანათ მანდ, რა მიზეზით?

– დედაჩემმა მომიყვანა, მამაჩემის გავლენის ქვეშ იყო. გაშორებულები იყვნენ ჩემი მშობლები 16 წლის განმავლობაში და მამაჩემს არასდროს ჩემზე გული არ შესტკიოდა. წელიწადში ერთხელ არ მომიკითხავდა. სვამდა და მაშინ მირეკავდა საჩხუბრად.

– ახლა შენი შვილი სადაა?

– დედაჩემთან არის და ძალიან ვნერვიულობ. მამაჩემი სვამს და მეშინია რამე არ დაუშაოს.

– რომელ ფსიქიატრიულში ხარ?

– ქავთარაძის 21 ა. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ. თაზოა კიდევ ერთი ბიჭი აქ და ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, არაფერი არ გვჭირს, ტყუილად გვასმევენ ამ პრეპარატებს, ნემსებს გვიკეთებენ. უჰაერობაა, სული გვეხუთება, აქ სიკვდილია!!! დაგვეხმარეთ!!!

ჩვენ ზემოთხსენებულ ფსიქიატრიულთან დაკავშირებაც ვცადეთ, მაგრამ მითითებულ ნომერზე არავინ პასუხობს.

წყარო: praimtime.ge

FB კომენტარები

კომენტარი