მშობიარობა ხეზე და ლიფტში – ყველაზე ექსტერმალური პირობები მელოგინეებისთვის

106
SHARE

ყოველი მომავალი დედა იმედოვნებს, რომ თავისი პირმშო ქვეყანას მოევლინება მშვიდ, კომფორტულ გარემოში. მაგრამ დედებს, რომლებზეც ახლა მოგიყვებით, არჩევანის საშუალება არ ჰქონდათ.

მეტროს ვაგონში
2012 წლის ივლისში 24 წლის ამერიკელმა გოგონამ ვანდა დუენომ თავისი პატარა ბიჭი ნუ-იორკის მეტროპოლიტენის ვაგონში გააჩინა. გოგონა სახლში მეგობრის დაბადების დღიდან ღამის ღამის 2 საათზე ბრუნდებოდა. როდესაც ძლიერი ტკივილი იგრძნო, მაშინვე დააჭირა ხელი ექსტრემალური სიტუაციების ღილაკს. სანამ თანამშრომლები მოვიდნენ, ბავშვი უკვე გაჩენილი იყო.

ლიფტში
2012 წლის ოქტომბერში ნიუ-იორკის 31 წლის მცხოვრები ნინფა რამირეზი ექიმთან მივიდა. ექიმმა გასინჯა და უთხრა, რომ მშობიარობამდე ჯერ ადრე იყო და სახლში გაუშვა. გოგონას მეუღლე ახლდა თან. როდესაც შინ მისული მანქანიდან გადმოდიოდა, უცებ დაეწყო მშობიარობა. სახლამდეც ვერ მიაღწიეს – ბავშვი ლიფტში გაჩნდა.

წყარო: http://mshoblebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი