“მშვენიერი შეგრძნება იყო, აღმატებული, დავანგრიეთ და დავანგრიეთ”- სალომე ზურაბიშვილმა თბილისში „ბერლინის კედელი“ დაანგრია(ვიდეო)

54
SHARE

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში „ბერლინის კედელი“ დაანგრია. დღეს თბილისში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩომ ბერლინის კედლის დაცემის 30 წლის იუბილე აღნიშნა.

„მშვენიერი შეგრძნება იყო, აღმატებული, დავანგრიეთ და დავანგრიეთ. ეს არის ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღი. როგორც პოზიტური თარიღი. ბერლინს სხვა ტრაგიკული თარიღებიც აქვს. ეს არის ახალი ევროპის დაწყების დღე. ახალი გაერთიანებული ევროპის. ჩვენ ვართ მესამე ტალღა ამ გაერთიანების“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის: 1961 წლის 13 აგვისტოს ბერლინი ორ ნაწილად გაიყო: აშენდა 155 კილომეტრი სიგრძის კედელი, რომელიც ქალაქს 28 წელი, 2 თვე და 27 დღე ჰყოფდა.

წყარო:imedinews.ge

FB კომენტარები

კომენტარი