“მქონდა სექსი და მაშანტაჟებდა…” – რას წერდა გარდაცვალებამდე ინდოელი ბიჭი, რომელმაც ქართველი გოგოს გამო თავი მოიკლა (ფოტო)

1322
SHARE

გუშინ ღამით, ნარიყალის ტერიტორიიდან, ბოტანიკურ ბაღში ინდოეთის მოქალაქე გადახტა და თავი მოიკლა.

როგორც “პრაიმტაიმმა” გაარკვია, გარდაცვლილი 21 წლის ადითი მიშრაა, რომელიც თვითმკვლელობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერდა.

ბიჭის თქმით, თვითმკვლელობის მიზეზი სასოწარკვეთა გახდა, რომელშიც გოგოს გამო ჩავარდა.

“სიმართლე მინდა გითხრათ ჩემი ბოლო 1 წლის გიჟური ცხოვრების შესახებ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ქალი ასეთი ბოროტი შეიძლება ყოფილიყო, მქონდა სექსი სტუდენტთან, რომელიც მემუქრებოდა პოლიციასთან ჩაშვებით და დაკავებით მაშანტაჟებდა. ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას, რომ ჩემი ემოციების გაკონტროლება არ შემიძლია და ამის დაწერა მიწევს, მინდა ეს ყველაფერი შევაჩერო და თავი მოვიკლა იმის გამო, რაც მან გამიკეთა. შეიძლება ეს ჩემი ბოლო წერილი იყოს და გემშვიდობებით. ყველა მიყვარხართ. შევხვდებით შემდეგ ცხოვრებაში. შორენა, ეს ჩემთვის არ უნდა გაგეკეთებინა. ერთ დღეს აუცილებლად ინანებ. არასდროს მინდოდა შენთვის ზიანის მოყენება და მადლობა საჩუქრისთვის, რომელიც მაჩუქე – შენი დროისთვის, რომელიც შენ დაბადების დღეზე ჩემთან ერთად გაატარე. ვიმედოვნებ, ყოველთვის გემახსოვრება ის საჩუქარი, რომელიც მე გაგიკეთე. მიყვარხარ… ჯობდა ჩემ ცხოვრებაში არ გამოჩენილიყავი და ჩემი ოცნებები არ მოგეკლა. ვიმედოვნებ, ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები გამიგებენ. ყველა მიყვარხართ… გტოვებთ”, – წერდა ადითი მიშრა.

თვითმკვლელობას გუშინ თვითმხილველები შეესწრნენ, რომლებიც ამბობენ, რომ ბიჭმა გადახტომამდე დაიძახა: უთხარით, რომ მიყვარს!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: http://primetime.ge/news/

 

 

Comments

comments