მუსლიმი ასწავლის მამაკაცებს, თუ როგორ უნდა სცემონ ცოლები „სწორად“ (ვიდეო)

163
SHARE

ყატარში მამაკაცმა თავის YouTube-ის არხზე ატვირთა ვიდეო, რომელშიც მუსლიმებს ასწავლის, თუ როგორ უნდა მოხდეს ცოლების „სწორად დასჯა“ ისლამური კანონის თანახმად. მეორე ნახევრების დასჯისა და ცემის ტექნიკას ის პატარა ბიჭზე აჩვენებს. აბდ ალ-აზიზ ალ-ხაზრაი მიმართავს მუსლიმებს და ამბობს, რომ „ზოგიერთი ადამიანი ცოლს ხელს კრავს, ან სახეში ურტყავს…ეს არ არის დაშვებული”.
აბდ ალ-აზიზ ალ-ხაზრაი აღნიშნავს, რომ სახეში, თავში გარტყმა აკრძალულია, რადგან ცემა დისციპლინის გამომუშავებისთვის არის საჭირო და არა – ძალადობისთვის. მისი თქმით, ცემა უნდა იყოს მსუბუქი და უმტკივნეულო, მან მხოლოდ უნდა აგრძნობინოს ქალს ის ძალა, რომელიც მის ქმარს აქვს.
მამაკაცი იმ თეზისების დემონსტრირებას ახდენს, რომლებზეც საუბრობს და მხრებზე ურტყამს ბიჭს; ასევე, მხრებში კიდებს ხელებს, ანჯღრევს და უყვირის -„ გითხარი, რომ სახლიდან არ უნდა გასულიყავი! რამდენჯერ უნდა გითხრა!“
ასევე, ის უხსნის მუსლიმებს, რომ ცემა უკანასკნელი გამოსავალია და არა – ყოველდღიური აუცილებლობა. მისი თქმით, ურჩი ცოლის მოსარჯულებლად ჯერ საჭიროა საუბარი, ინტიმურ ურთიერთობაზე უარის თქმა, ხოლო უმტკივნეული ცემა მხოლოდ მაშინ არის საჭირო, როცა სხვა ზომები აღარ მოქმედებს.

FB კომენტარები

კომენტარი