მულტიკულტურალიზმის პოლიტიკის მარცხი – ძარცვა, ყაჩაღობა, გაუპატიურება… რა ხდება მიგრანტებით დასახლებულ ევროპის ქალაქებში

161
SHARE

“ევროპაში მიგრაციული კრიზისი კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება” – მიიჩნევენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და ამის მიზეზად ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან პოლიტიკური ნების არქონას ასახელებენ.  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლის,უილიამ სპინდლერის განცხადებით, გაუგებარია, თუ რატომ არ უწევენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები დევნილებს დახმარებას ადგილზე, კონფლიქტის ზონებსა და ახლომდებარე ქვეყნებში, რაც გაცილებით იაფი დაჯდებოდა.
მხოლოდ საბერძნეთში წლის დასაწყისიდან დღემდე 120 000-ზე მეტ12026595_1153718074673035_708027498_nი უკანონო მიგრანტია აფრიკისა და აზიის კონტინენტიდან ჩასული, სიტუაცია კონტროლიდან იმდენადაა გამოსული, რომ მიგრანტები ევროპის საზღვრების გარღვევას თვითნაკეთი ტარანებით ცდილობენ.
ამ ფონზე ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ – უნგრეთმა საზღვრები ჩაკეტა, ხოლო ხოლო შვედეთსა და გერმანიაში აზიელ და აფრიკელ მიგრანტთა მხრიდან ადგილობრივი მოქალაქეების გაუპატიურების, ძარცვის, მკვლელობების ფონზე მოქალაქეებმა სამოქალაქო პატრულების რაზმების ჩამოყალიბება დაიწყეს, მოქალაქეები ადგილობრივი პოლიციის და სხვა სამართალდამცველი ორგანოების არაეფექტურ მუშაობაზე ღიად საუბრობენ.
გერმანიის ქალაქ კიოლნში დემოკრატიული და ტოლერანტული გერმანიის პოლიციელებმა, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღით და რომელთა რაოდენობა 200 ერთეულს აღწევდა, კიოლნის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე ახალი წლის ღამეს მიგრანტთა მხრიდან ჩადენილი მასობრივი გაუპატიურებების, ძარცვის და პიროვნებისა და საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ მიმართული სხვა მძიმე დანაშაულების აღკვეთა ვერ შეძლეს და 200-მა შეიარაღებულმა პოლიციელმა შემთხვევის ადგილზე დანაშაულში ეჭვმიტანილი მხოლოდ 3 მიგრანტის დაკავება მოახერხა.
ევროსტრუქტურების ბიუროკრატია, შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, საერთო კონსენსუსამდე ვერ მივიდა –  მათ ამ პრ12422400_1153718091339700_185894781_oობლემის გადაწყვეტის რადიკალურად განსხვავებული ხედვა გააჩნიათ.  ევროკავშირის ლიდერი ქვეყანა -გერმანია კი ამ მძიმე კრიზისის ფონზე მიგრანტებისა და საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისათვის განკუთვნილ ილუსტრირებულ სახელმძღვანელოებს და ცხრაენოვან ვებსაიტს zanzu.de-ს აფინანსებს ფედერალური ბიუჯეტიდან. სახელმძღვანელოებიც და ვებგვერდიც მოწოდებულია, წაახალისოს და პოპულარიზება გაუწიოს გერმანელი ქალების სექსუალურ კავშირებს აფრიკელ და აზიელ მიგრანტებთან, ასევე მიგრანტებს აძლევს რჩევებს სექსუალური ქცევების შესახებ. ვებგვერდზე არის ინსტრუქციები ლგბტ პირებისათვის. მთავრობის პარალელურად რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ აფრიკისა და აზიის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს ჩავიდნენ ევროპაში,იმ რეალობაში, როცა უმწვავესი კრიზისის, ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები მასობრივად ირღვევა და მიგრანტთა დასახლებების ტერიტორიებზე პოლიციაც კი მაქსიმალურად ერიდება შესვლას.
ბერლინის პოლიციის პროფკავშირების თავმჯდომარის ალფრედ პლიკერტის განცხადებით, მიგრანტები თავის გეტოებს ქმნიან, სადაც საკუთარი კანონებით ცხოვრობენ. მულტიკულტურალიზმის და უსაზღვრო ტოლერანტულობის პოლიტიკის კრახი ნათელი გახდა, ევროპული პოლიტელიტის ხედვები კი ამ საკითხთან დაკავშირებით სრული უტოპია გამოდგა, ჩასული მიგრანტები არ ცდილობენ მულტიკულტურალიზმის უტოპიური იდეების განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას, ერთიანდებიან საერთო კონფესიურ და ეთნიკურ ჯგუფებში და საკუთარი კანონებით აგრძელებენ ცხოვრებას,მათი უმრავლესობისათვის ტოლერანტულობის და მულტიკულტურალიზმის თემაც კი ღიმილის მომგვრელია და ევროპელების სისუსტედ აღიქმება, რაც მათი მხრიდან ევროპელების მისამართით აგრესიის მაპროვოცირებელო ფაქტორი ხდება.

მაგალითად, დიდ ბრიტანეთში თეთრკანიანი ბრიტანელები მასობრივად ტოვებენ დასახლებულ ზონებს,სადაც მიგრანტთა ხვედრითი წილი მაღალია, – ამაზე წერს ბრიტანული The Daily mail-ი, Demos-ის კვლევებზე დაყრდნობით, აფრიკიდან და აზიიდან ჩასული მიგრანტები კომპაქტურად, მილიონობით ცხოვრობენ  ადგილებში, სადაც თეთრკანიანი ბრიტანელების პროცენტული შემადგენლობა უკვე 50%-ზე ნაკლებია.
როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა: ,,მულტიკულტურალიზმის პოლიტიკამ მარცხი იწვნია, ახლა კუნთებიანი ლიბერალიზმის დროა, მათ უნდა გაიგონ, რომ ბრიტანული საზოგადოება აგებულია ფუნდამენტურ ღირებულებებზე. მულტიკულტურალიზმის პოლიტიკის მარცხი აღიარა ანგელა მერკელმაც, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ქვეყნის ისლამიზაციის შეჩერება შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ ევროპული ქვეყნების მასმედია, მმართველი პოლიტიკური წრეები, სამართალდამცველი ორგანოები მაქსიმალურად ცდილობენ,12084173_1153718071339702_172356111_n აფიშირება არ გაუკეთონ მიგრანტების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებს, ამის მაგალითად ინგლისის ქალაქ როტერჰემში ჩადენილი შემზარავი დანაშაულების სერიაც კმარა, როდესაც1990-იანი წლებიდან მოყოლებული 2005 წლამდე ფერადკანიანი დამნაშავეების ორგანიზებულმა დაჯგუფებამ 1400 თეთრკანიანი ბავშვი გააუპატიურა, მათგან დიდი ნაწილი კი, გაუპატიურების პარალელურად, ტრეფიკინგის მსხვერპლიც გახდა, ბრიტანული პოლიცია მომხდარის შესახებ საქმის კურსში იყო,მაგრამ ფაქტებს საგულდაგულოდ მალავდა, იმის შიშით, რომ პოლიციისათვის  რასიზმში არ დაედოთ ბრალი.
პოსტქრისტიანული ევროპის პირობებში, როდესაც ტრადიციული ევროპული ღირებულებები უკანა პლანზე გადავიდა და ჩანაცვლდა  მულტიკულტურალიზმით, მასკულტურისა და მომხმარებლური საზოგადოების პრინციპებზე დაფუძნებული ევროპული საზოგადოება იმუნიტეტდაკარგული აღმოჩნდა. მას არ შეუძლია, წინააღმდეგობა გაუწიოს უცხო აგრესიული კულტურების ექსპანსიას, რომლებიც მძლავრ რელიგიურ და ეთნიკურ მომენტებზეა დაფუძნებული, ამ მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ ევროპაში კონტინენტის ისტორიაში ყველაზე დაბალი შობადობის დონეა, ეთნოსი დემოგრაფიულად რომ არ გადაშენდეს, შობადობის კოეფიციენტი საშუალოდ ოჯახზე 2.1-ს უნდა აღემატებოდეს, ევროპულ ქვეყნებში კი ეს მაჩვენებელი 1.2-1.8-ს არ აღემატება. დემოგრაფთა კვლევებით, 2050 წლისათვის ევროპული ქვეყნების უმეტესობაში მკვიდრი ევროპელები ეროვნულ უმცირესობად იქცევიან, ევროპა კი დღევანდელი სახით არ იარსებებს…

ლევან შელია

FB კომენტარები

კომენტარი