მტაცებელი კატა შოუს წამყვანს თავს დაესხა (ვიდეო)

121
SHARE

 

ცხოველების შესახებ შოუ Brave Wilderness-ის წამყვანს, კოიოტ პეტერსონს გადაღების დროს კატისებრთა მტაცებელი ცხოველი – ოცელოტი დაესხა თავს.
ეპიზოდი შევიდა გადაცემაში, რომელიც ოცელოტის ცხოვრებას და დამახასიათებელ ნიშნებს ეძღვნებოდა.
სიუჟეტი ტყეში ღამით იყო გადაღებული. ამ დროს ოცელოტები სანადიროდ გადიან. ცხოველის რეაქცია წამყვანის ხელის მოძრაობას მოჰყვა და ოცელოტი პეტერსონს უკანიდან თავზე დაახტა. მას ქუდი ეფარა, ველური კატა წამყვანის სახის გაკაწვრას ცდილობდა და ყურებზე კბენდა. ბოლოს წამყვანმა ოცელოტის დამშვიდება შეძლო და გადაღება განაგრძო. 2 დღის განმავლობაში ვიდეო 1,4-მილიონმა ინტერნეტმომხმარებელმა ნახა.

FB კომენტარები

კომენტარი