მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ბორჯომის ტყის აღსადგენად – საქართველოში ტოტი, ძანეტი, პაოლო მალდინი , შევჩენკო, რივალდო და დიდა ითამაშებენ

316
SHARE

თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები 29 სექტემბერს ესტუმრებიან, მათ შორის: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი ესტუმრებიან. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები აცხადებენ.
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩზე თბილისში ცნობილი გერმანელი მწვრთნელი ოტო რეჰაგელიც ჩამოვა და ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელი იქნება.
29 სექტემბერს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“, „მსოფლიოს XI“ მატჩის მასპინძელ „GFF –XI“-ს დაუპირისპირდება.
საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა, მიმდინარე წლის ზაფხულში ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.
ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში საიტზე www.tkt.ge-ზე დღეს, 19 სექტემბერს, 15:00 საათზე დაიწყება და მისი ძირითადი ნაწილის ფასი 5 ლარი იქნება, ასევე, გაყიდვაშია 10, 15 და 25-ლარიანი ბილეთები.

FB კომენტარები

კომენტარი