მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხსაცმელი 17 მილიონი დოლარი ღირს (ვიდეო)

127
SHARE

დუბაიში მდებარე სახელგანთქმულ სასტუმრო „ბურჯ-ელ-არაბ“-ში ოქროთი და ბრილიანტებით დამშვენებული ფეხსაცმელების კოლექციას წარმოადგენენ.
ამ კოლექციაში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხსაცმლის წყვილიც იქნება გამოტანილი.
მისი ფასი 17 მილიონი დოლარია.
ქალის ეს ფეხსაცმელი საიუველირო კომპანიებთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ამ განმაცვიფრებელი ფეხსაცმლის ცხვირზე 15-კარატიანი ბრილიანტია დამაგრებული.
სულ კი ზედაპირს 236 ბრილიანტი ამშვენებს.
ცოტა უფრო „იაფი“ ფეხსაცმელები კოლექციაში 20-30 ათასი დოლარად არის შეფასებული. ზოგიერთი მათგანი მოპირკეთებულია ოქროთი, ბრილიანტებით, მარგალიტებით და სხვა ძვირფასი ქვებით.

Comments

comments