მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სახლების რეიტინგი გამოქვეყნდა

63
SHARE

ქრისტის საერთაშორისო გაყიდვების კომპანიამ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სახლების სია გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მაღალფასიანი სახლი ამერიკაში, კერძოდ, ჰემპტონში მდებარეობს, რომელიც 147 მილიონ დოლარად გაიყიდა.
რიგით მეორე ძვირადღირებული სახლი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ფრანგულ რივიერაზე მდებარეობს. სახლი 130 მილიონ დოლარად გაიყიდა. ასევე, რეიტინგის პირველ სამეულში შევიდა სახლი, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს და მისი ერთი კვადრატული მეტრი 93 ათას დოლარადაა შეფასებული.
როგორც ქრისტის საერთაშორისო გაყიდვების კომპანიამ განაცხადა, 2007 წელთან შედარებით, ელიტარული სახლების ფასმა 20 პროცენტით დაიკლო.

FB კომენტარები

კომენტარი