მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეძავის დაუჯერებელი და სევდიანი ისტორია

127
SHARE

ელიტურმა მეძავმა, მეტსახელად კირსტენმა, რომელიც ნიუ-იორკის გუბერნატორთან დაკავშირებული სკანდალის მთავარი გმირი გახდა, მოულოდნელად მსოფლიო აღიარება მოიპოვა – მისი ფოტოები, ინტერვიუები თუ სტატიები პრესის დაუცხრომელ ყურადღებას იპყრობს.

ამერიკაში კირსტენის ამბავს ლამის ქუჩაში უყვებიან ერთმანეთს. გოგონა, რომელმაც ელიოტ სპიტცერის კარიერა დაღუპა, 22 წლის არშემდგარი მომღერალი აღმოჩნდა, რომელმაც მეძავობა „მძიმე პერიოდის“ გამო დაიწყო.

როგორ უნდა გახდეს დღევანდელო დღეს ჩვეულებრივი გოგონა სახელგანთქმული? თურმე, საკმარისია „მაგარ“, აუცილებლად ცოლიან ჩინოვნიკთან დაწვე და დაელოდო, სანამ ამას ყველა შეიტყობს. მონიკა ლევინსკი ამ ჰიპოთეზის შესანიშნავი მაგალითია. ის არა მხოლოდ ცნობილი გახდა ბილ კლინტონთან დაკავშირებული სკანდალის წყალობით, არამედ მდიდარიც – ამ ამბების შემდეგ ფირმა დააარსა და ქალის აქსესუარებს აწარმოებს. ამას ემატება ჰონორარები უამრავი ინტერვიუსთვის, წიგნებისთვის – საკმაოდ დიდი ტირაჟებით.

ეშლი დიუპრეს ყველაფერი სხვაგვარად გამოუვიდა, ოღონდ ისევ პოლიტიკოსთან სექსის გავლით.

„ფერია კირსტენი“, როგორც მას ამ დღეებში მოიხსენიებენ, დღესაც ოცნებობს მსახიობობაზე. შეგახსენებთ, რომ სპიტცერი, ნიუ-იორკის უკვე ყოფილი გუბერნატორი, სამართლიანობისა და პატიოსნებისთვის მებრძოლი პოლიტიკოსი, საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავდა კირსტენთან ღამეების გასატარებლად.

სპიტცერი რეგულარულად სარგებლობდა ამ გოგონას მომსახურებით ელიტურ ბორდელში, სადაც თითო ვიზიტისთვის 5500 დოლარს იხდიდა. შტატის მეთაური სწორედ „48-კილოგრამიან შავთმიან კირსტენს“ ამჯობინებდა ყველას და ის „შეუკვეთა“ ვალენტინობის დღესაც. საქმე გასკდა და სპიტცერს საზოგადოებისა და ცოლის წინაშე საჯაროდ მოუწია ბოდიშების მოხდა. თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი – დეპუტატების ზეწოლის ქვეშ მყოფ სპიტცერს თანამდებობის დატოვება მოუწია.

ჟურნალისტებმა ისიც კი მოახერხეს, გუბერნატორისთვის ბორდელებში დახარჯული ფულები „დაეთვალათ“ – 10 წლის განმავლობაში სპიტცერმა 80 ათასი დოლარი დახარჯა მეძავებზე. გადასახადების გადამხდელი და კანონმორჩილი ამერიკელებისთვის ეს ნამდვილი შოკი იყო. როგორც გახსოვთ, მათ ბილ კლინტონსაც არ აპატიეს მონიკა ლევინსკისთან გართობა, მით უფრო ნიუ-იორკის გუბერნატორს არ აპატიებდნენ მათ მიერ გადახდილი თანხების ასე, რბილად რომ ვთქვათ, ჰაერში განიავებას.

თუმცა ყველაზე საოცარი ის არის, რომ ეს კანონმორჩილი და პატიოსანი საზოგადოება ასეთი სიმკაცრით ექცევა ჩინოსანთ, ამავდროულად კი მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს, რომლებიც ამ ამბებში არიან გარეული, ყველანაირად უქმნის ისეთ გარემოს, რომ არა მხოლოდ პოპულარობა მოიპოვონ, საკმაოდ დიდი ფულიც იშოვონ და ასე ვთქვათ, ცხოვრებაში წარმატებასაც მიაღწიონ.

თუმცა დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს „ფერიას“, რომელიც სექსუალურ სკანდალთან დაკავშირებულ საქმეზე ბრალდების მთავარი მოწმე იყო. პოლიციამ ამ საქმის ოთხი ეჭვმიტანილი დააპატიმრა. მთავარი ბრალდებულები პრესტიჟული ბორდელის მფლობელი ცოლ-ქმარი – მარკ ბრენერი და სესილ სიუვალი.

გუბერნატორის რჩეული, მეტსახელად კირსტენი, სინამდვილეში ეშლი ალექსანდრა დიუპრე აღმოჩნდა (ნამდვილი სახელი ეშლი რი მაიკ დი პიეტრო), ნიუიორკელი საკმაოდ პერსპექტიული მომღერალი, რომელიც გარკვეულ პერიოდებში ელიტურ ბორდელში მუშაობდა და გუბერნატორს ემსახურებოდა. კლუბის სახელწოდება გახლავთ „საიმპერატორო კლუბი“ და ეს ის ადგილია, სადაც შეძლებულ ამერიკელებს თავისუფალი დროის გატარება უყვართ.

ეს ფაქტი თვით 22 წლის გოგონამაც დაადასტურა და ჟურნალისტებს სხვა საინტერესო ამბებიც უამბო. თავიც კი იმართლა, რომ „მძიმე პერიოდი ედგა და ამ საქმით იმიტომ იყო დაკავებული“.

ეშლის ინტერნეტში აქვს საიტი, სადაც მისი მუსიკალური ნაწარმოებებიც არის განთავსებული. გარდა ამისა, იქვე აქვს თავისი დღიური, სადაც გულახდილად წერს საკუთარი „თავგადასავლების“ შესახებ.

როგორც ბავშვობის მეგობრები იხსენებენ, კომერციული სექსის მომავალი მუშაკი საკმაოდ მოწესრიგებული და მოკრძალებული გოგონა იყო. „ლამაზი იყო, მაგრამ ჩუმი და მორცხვიც კი, ვერავინ იფიქრებდა, რომ წლების შემდეგ მისგან ელიტური მეძავი დადგებოდა, – იხსენებს მისი ერთ-ერთი თანაკლასელი, – სკოლაში ბევრი თაყვანისმცემელი არ ჰყოლია, დამოუკიდებელი ადამიანი იყო და ცდილობდა მეტისმეტად არავის დაახლოებოდა. უზრუნველყოფილი ოჯახიც ჰქონდა და ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როდესაც შევიტყვე, რომ ამ სკანდალში აღმოჩნდა გარეული“.

თვით ეშლი კი სხვაგვარად ხსნის თავის საქციელს: „ოჯახი, უფროსი ძმა მივატოვე და სრულიად მარტო დავრჩი. მაშინ განსაკუთრებით მძაფრად ვიგრძენი, როგორია, ყველაფერი გქონდეს და მერე სულ მთლად ცარიელი დარჩე… ნარკოტიკებსაც ვიღებდი, უსახლკაროდაც დავწანწალებდი, მაგრამ გადავრჩი“.

„ფერია კირსტენი“ მანჰეტენზე ცხოვრობს ელიტურ ცათამბჯენში, რომლის ყოველთვიური ქირა 3500 დოლარია.

წყარო:  რეიტინგი

FB კომენტარები

კომენტარი