მსოფლიოში ყველაზე სექსუალური და სკანდალური პარკი – „სადაც ხელოვნება და ეროტიკა სიყვარულზეა მომართული“ (ფოტოკოლაჟი)

18300
SHARE

12 წლის წინ სამხრეთ კორეაში სკანდალური პარკი გაიხსნა. 140 ქანდაკება, სასწავლო ფილმები, მხატვრული ექსპოზიციები, – ეს ყველაფერი გულახდილი ფორმით ხსნის ფარდას ადამიანთა ინტიმურ ცხოვრებას, – და არანაირი ტაბუ!
პარკს უწოდებენ „ადგილს, სადაც ხელოვნება და ეროტიკა არეულია ერთმანეთში და მომართულია სიყვარულზე“. თუმცა არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც მსგავსი ქანდაკებები ამორალურად მიაჩნიათ, რადგან მათ საკმაოდ პირდაპირი ქვეტექსტი აქვთ.
პარკ ჯეჯუ ლავლენდის ისტორია კორეის ომის შემდეგ, 1950-იან წლებში იწყება. მაშინ კუნძულზე, რომელზეც ახლა ეროტიკული პარკია განლაგებული, კორეელი ახალდაქორწინებული წყვილი მოხვდა. ლამაზი ადგილები და წყნარი კლიმატი – საქორწინო ცერემონიისთვის და თაფლობის თვის გასატარებლად საუკეთესო პირობები იყო.
იმდროინდელი ტრადიციის მიხედვით, ქორწინება სიყვარულით არ ხდებოდა. ყველაფერს მშობლები აგვარებდნენ, თავად ნეფე-პატარძალი კი ერთმანეთს პირველად უკვე ქორწილში ხვდებოდა. ახალგაზრდა კორეელების ცოდნა სექსუალურ საკითხებში ძალიან მწირი იყო, ამიტომ კუნძულზე სექსუალური განათლების ცენტრი გაიხსნა. სასტუმროებში მომუშავე სპეციალური თანამშრომლები კი წყვილებს სირცხვილის დაძლევაში ეხმარებოდნენ.
შემდეგ ეს ყველაფერი კიდევ უფრო განვითარდა და 2002 წელს 20 მოქანდაკე მომავალი პარკისთვის პირველი კომპოზიციების შექმნას შეუდგა. საბოლოოდ პარკი 2 წლის შემდეგ, 2004 წელს გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ პარკში ბავშვების შესვლა აკრძალულია. ეროტიკული ქანდაკებების ნახვა მხოლოდ სტუმრებს, 18 წლის ზემოთ შეუძლიათ. ამ სკანდალური ადგილის თანამშრომლების მტკიცებით, ლავლენდის პარკის ძირითადი ჩანაფიქრი – ნორმალური სექსუალური ცხოვრებისთვის ხელის შემშლელი წინააღმდეგობების დაძლევაა და არავითარ შემთხვევაში – პორნოგრაფიის გავრცელება.
1 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

FB კომენტარები

კომენტარი