მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ბაზარი (ვიდეო)

75
SHARE

ტაილანდში, ქალაქ სამუტის მახლობლად, რკინიგზაზე, სადაც დღეში რვაჯერ მაი კლონგიდან ბან ლაემის მიმართულებით მატარებელი №4382 გადის, მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ბაზარი – მაიკლონი მდებარეობს.

სხვა ბაზრებისგან, ერთი შეხედვით, არაფრით განსხვავდება, იქ იყიდება ყველანაირი პროდუქტი, სუვენირი და ა.შ. ჩვეულებრივი ვაჭრობა მიმდინარეობს, სანამ მატარებლის ხმას არ გაიგებენ. ამის შემდეგ ყველაფერი წამიერად იცვლება, მყიდველები ნავაჭრით ქრებიან, გამყიდველებს კი შემუშავებული რეკონსტრუქციებით გასაყიდ საქონელს ფუთავენ.
მატარებლის ჩაქროლვის მერე ყველაფერი ისევ თავის ადგილს უბრუნდება, თითქოს არც არაფერი მომხდარა. იქაური მაცხოვრებლები ამ ადგილს გაშლილი ქოლგების ბაზარსაც უწოდებენ, რომელიც1905 წლიდან არსებობს, სანამ აქ რკინიგზა გაჩნდებოდა.

FB კომენტარები

კომენტარი