მსოფლიოში ყველაზე ლამაზ დამნაშავეს შვილი შეეძინა (ფოტო)

354
SHARE

მსოფლიოში ყველაზე ლამაზ დამნაშავედ მონათლულმა ჯერემი მიქსმა, სერიოზული კუში „მოხსნა“. სავაჭრო ქსელ Topshop -ის იმპერიის მემკვიდრემ, ქლოე გრინმა, მას ვაჟი გაუჩინა.
შვილი მათ რამდენიმე დღის წინ შეეძინათ და მშობლებმა თავისი სიხარული გულშემატკივრებს „ინსტაგრამის“ მეშვეობით გაუზიარეს. წყვილს შვილი მათი ურთიერთობების დაწყებიდან 1 წელიწადში ეყოლათ.
ქლოე გრინის და ჯერემი მიქსის რომანი მაშინ დაიწყო, როდესაც ყველაზე ლამაზი დამნაშავე ჯერ კიდევ ქორწინებაში იმყოფებოდა. ის მალევე ცოლს გაშორდა და ახალ ურთიერთობას მიუძღვნა თავი. მისთვის, უზარმაზარი იმპერიის მემკვიდრისგან, ეს პირველი შვილია. წინა ქორწინებაში მას ჰყავს ჯერემი მიქსი უმცროსი. უფროსი მიქსი 2014 წელს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობისა და ქურდობისთვის დააკავეს. ის პატიმრობიდან 2016 წელს გათავისუფლდა.
27 წლის ქლოე, მანამდე, ჯენიფერ ლოპესის ყოფილ ქმარს, მარკ ანტონის და ფეხბურთელ ჟერმინ დეფოს ხვდებოდა.

Comments

comments