მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ძაღლი (ფოტო, ვიდეო)

263
SHARE

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ძაღლი ჩინეთში ცხოვრობს. ის სამი წლის ავღანური მწევარი AJ Nirvana Battle-ია. მისი პატრონი კევინ ჩენი მის მოვლაზე, თვეში 525 ფუნტ სტერლინგს ხარჯავს. ძაღლის დაბანას და აბრეშუმივით ბეწვის დავარცხნას ის კვირაში 6-8 საათს ანდომებს. AJ Nirvana Battle ნამდვილი ქალივითაა, მის თაროზე ძვირფასი შამპუნის რამდენიმე სახეობას, თმის ლაქს და სხვადასხვანაირ სავარცხელს ნახავთ. კევინისთვის ეს ძაღლი უფრო მეტია, ვიდრე ოთხფეხა მეგობარი. მას არც ფული და არც თავისი დრო ენანება იმისათვის, რომ AJ Nirvana Battle ყოველთვის ლამაზად გამოიყურებოდეს.

„ამ ძაღლს ბევრ რამეს უნდა ვუმადლოდე. ფოტოგრაფის პროფესიასაც კი დავეუფლე და ფოტოაპარატი ვიყიდე იმისთვის, რომ მისთვის კარგი ფოტოსურათები გადამეღო.“-ამბობს კევინ ჩენი.
ასევე, მას შეუძლია, თავის თავს ძაღლების ნამდვილი პარიკმახერიც უწოდოს, რადგან უკვე უპრობლემოდ შეუძლია თავისი მეგობრის გრძელი და სათუთი ბეწვი იდეალურ მდგომარეობამდე მიიყვანოს.
„ზოგიერთი ადამიანი მაკრიტიკებს იმის გამო, რომ ჩემს ძაღლზე ბევრ ფულს ვხარჯავ, მაგრამ არ ესმით, რამხელა სიამოვნებაა, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ძაღლი გყავდეს.“-აღნიშნავს კევინ ჩენი.
ის, ასევე, აღიარებს, რომ მოსწონს, როდესაც გამვლელები ჩერდებიან და მის მეგობარს უყურებენ, ზოგიც ჩერდება და მასთან ფოტოს გადაღების ნებართვას სთხოვს.

FB კომენტარები

კომენტარი