მსოფლიოში პირველმა შვიდმა ტყუპმა სკოლა დაამთავრა

81
SHARE

აშშ-ში მაკოჰის ოჯახის მსოფლიოში პირველმა შვიდმა ტყუპმა სკოლა დაამთავრა. უცხოური მედიის ინფორმაციით, მაკოჰის ოჯახი აიოვადან 1997 წელს გახდა ცნობილი. ეს მსოფლიოში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მშობიარობისას 7 ტყუპი გადარჩა.
ალექსისი, ბრენდონი, ჯოელი, კელსი, კენი უმცროსი, ნატალი და ნატანი ვადაზე 9 კვირით ადრე დაიბადნენ და დაახლოებით 450 გრამს იწონიდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვებს მისურის ჰანიბალ-ლაგრანჯის უნივერსიტეტში სრული სტიპენდიები შესთავაზეს. სწავლას მაკოჰის ოჯახიდან ყველა ბავშვი არ განაგრძობს. ბრენდონი ჯარში მსახურებას, კელსი კი მუსიკალური კარიერის აწყობას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ 7 ტყუპს ასევე ერთი წლით უფროსი და ჰყავთ.

FB კომენტარები

კომენტარი