მსოფლიოში პირველი წყალბადის ძრავის მქონე სერიული ავტომობილის, Mirai-ს გაყიდვა დაიწყო

88
SHARE

   იაპონიაში მსოფლიოში პირველი წყალბადის ძრავის მქონე სერიული ავტომობილის, Mirai-ს გაყიდვა დაიწყო. Mirai-ს მწარმოებელი კომპანია Toyota Motor Corp-ია. ახალი მოდელისადმი დიდი ინტერესის გამო იაპონიაში Mirai-ს წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ გაყიდვების გეგმას უკვე გადააჭარბა. წყალბადისძრავიანი ავტომობილების წარმოების მნიშვნელოვანი ზრდა (50 000-მდე წელიწადში) 2020 წელს, ტოკიოში ოლიმპიური თამაშების შემდეგაა მოსალოდნელი.
იაპონიაში ახალი სედანის ღირებულება 60 ათას დოლარს შეადგენს. Mirai-ს ძრავის მუშაობის ერთადერთი პროდუქტი წყალია, ატმოსფეროში არანაირი მავნე ნივთიერება არ ხვდება.

http://www.palitratv.ge

FB კომენტარები

კომენტარი