მსოფლიოში პირველი პორნო უნივერსიტეტი კოლუმბიაში გაიხსნა

1031
SHARE

მსოფლიოში პირველი პორნო უნივერსიტეტი კოლუმბიაში უკვე გაიხსნა. მომავალი პორნოვარსკვლავები სხვა საინტერესო კურსებთან ერთად გაივლიან – “რა მნიშვნელობა აქვს ერექციას” და “ცოცხალი სექსის სემინარები”. ამის შესახებ The Sun წერს.

უნივერსიტეტის გახსნის იდეა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პორნოვარსკვლავს ამარანტა ჰენკს ეკუთვნის. მან საკუთარი ფიქრები რეალობად აქცია.

სექს-სკოლა დაინტერესებულ პირებს მასტერკლასებსა და კონფერენციებს სთავაზობს, რომლებიც  დაეხმარება მათ გაიღრმავონ ცოდნა პორნოგრაფიული მასალის წარმოებასა და გაყიდვებში, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, როგორ იმოქმედონ სწორად.

პორნო უნივერსიტეტი კოლუმბიის ქალაქ მედელინში მდებარეობს.
​პირველ სექს-სკოლაში პრაქტიკულ კურსს თავად ამარანტა გაუძღვება. პორნოვარსკვლავი იმედოვნებს, რომ სულ მცირე საკუთარ გამოცდილებას მაინც გაუზიარებს ამ სფეროში საქმიანობის მსურველებს.

ამარანტას თქმით, მიზეზი იმ ადამიანების შეტყობინებები იყო, რომლებიც მას ყოველდღიურად წერდნენ, რომ დაიღალნენ საკუთარი რუტინული სამსახურით და მათ სექსინდუსტრიაში მუშაობა სურდათ.

სექს-სკოლაში რამდენიმე სპეციალიზირებული კლასია შექმნილი. მაგალითად, როგორიცაა – “იყო პორნოვარსკვლავი “მაჩო საზოგადოებაში”; “როგორ მივიღოთ სარგებელი”; “როგორ დავდგათ საუკეთესო პორნო სცენა” და სხვა.

FB კომენტარები

კომენტარი