მსოფლიოს ყველაზე პატიოსანი ქალაქების რეიტინგი

63
SHARE

ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ქალაქები შეაფასეს პატიოსნების თავისებური რეიტინგის მიხედვით. ამისთვის 16 ქვეყანაში ჩაატარეს კვლევები „კლასიკური“ ტესტის გამოყენებით:

თითოეულ ქალაქში შესამჩნევ ადგილას დატოვეს 12-12 საფულე ოჯახის ფოტოებით, საკონტაქტო მონაცემებითა და თანხით, რომელიც 30 ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტი იყო. ჯამში, 192 საფულიდან „პატრონს“ ნახევარზე ცოტა ნაკლები დაუბრუნეს. ამავე დროს, ქალაქების შედეგები ერთმანეთისგან ძალზე განსხვავდებოდა.

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში 12-დან 11 საფულე დააბრუნეს, მაშინ, როცა ლისაბონში (პორტუგალია) – მხოლოდ ერთი, ისიც, ჰოლანდიელმა ტურისტებმა მოძებნეს ,,პატრონი“.
მეორე ადგილზე „პატიოსნების მიხედვით“, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, აღმოჩნდა ინდოეთის ქალაქი მუმბაი. აქ 12-დან 9 საფულე დააბრუნეს, მაშინ, როცა ფინანსურად გაცილებით მდიდარ შვეიცარიის ქალაქ ციურიჰში მხოლოდ ოთხი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

8-8 საფულე დააბრუნეს ბუდაპეშტსა და ნიუ-იორკში. კრიმინალური თვალსაზრისით არასაიმედო მოსკოვი, 7 დაბრუნებული საფულით, მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა.

გაქცეული რუსი ოლიგარქებისა და ბიზნესმენების საყვარელ ქალაქ ლონდონში 12 საფულიდან „პატრონებს“ მხოლოდ ხუთი დაუბრუნდათ, ერთი საფულით ნაკლები კი – ბერლინში.

კვლევის შედეგების განხილვისას აღმოჩნდა, რომ, არა მარტო ფინანსური კეთილდღეობა, არამედ, ასაკი და სქესიც კი არანაირად არ განაპირობებს ადამიანთა პატიოსნების დონეს. სხვადასხვა იყო, აგრეთვე, მიზეზები, რომლებმაც ადამიანები აიძულეს, დაებრუნებინათ ნაპოვნი ნივთები.

მაგალითად, განსაკუთრებული სიტუაციების თანამშრომელმა მოსკოვიდან განმარტა, რომ ნაპოვნი საფულე მან დააბრუნა ოფიცრის მოვალეობის გრძნობის გამო. ხოლო ორი შვილის დედამ მუმბაიდან განაცხადა, რომ პატიოსნებას მას მშობლები უნერგავდნენ – ასე აღიზარდა.

მეორე მხრივ, კვლევებმა გამოავლინა ადამიანები, რომლებმაც ურცხვად მიითვისეს სხვისი ქონება. ნიუ-იორკის მცხოვრებმა, აიღო თუ არა საფულე, უახლოეს მაღაზიაში შევიდა და სიგარეტი შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ასეთი ანტიგმირი ავტომობილ „მაზდას“ მფლობელი აღმოჩნდა…

წყარო: გურიანიუსი

FB კომენტარები

კომენტარი